კარი ზაფხულში

12185490_487908134723166_1760641812499953524_oგიყვართ კატები? უნდა გამოვტყდე, რომ მე ამ შინაურ ცხოველებთან ვერ ვმეგობრობ (მსუბუქად რომ ვთქვათ), თუმცა ეს მხოლოდ რეალურ ცხოვრებას ეხება. ლიტერატურული კატები სულ სხვანაირები არიან. აბა გაიხსენეთ ცნობილი ბეჰემოტი ან სულაც სტრუგაცკების წიგნის გარეკანზე გამოსახული ფრიად მიმზიდველი კატა… ახლა კი პეტრონიუსიც გამოჩნდა – დენიელ ბუნ დეივისის ერთადერთი ერთგული მეგობარი. ეს განსაკუთრებით თვალნათლივ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დენს საცოლემ და ძმაკაცმა ერთდროულად უღალატეს და ნიჭიერი გამომგონებლიდან არარაობად აქციეს… აი, პიტი კი ყოველთვის მასთან ერთად იყო – ჭირსა და ლხინში, წარმატებასა და წარუმატებლობაში, თქვენ წარმოიდგინეთ და 30-წლიან ძილშიც კი… მათ ერთად გადაიტანეს უამრავი რაღაც და საბოლოოდ ერთ რამეს მიხვდნენ და ჩვენც დაგვარწმუნეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორ ცხოვრობ. შეიძლება ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო, არც ფინანსური სიძნელეები გქონდეს, არც განრისხებული ქმრები, პოლიციელები და აღმასრულებლები მოგსდევდნენ, მაგრამ გულში მაინც ზამთარი გქონდეს. არა, იმიტომ კი არა, რომ საკუთარი თავი გეცოდება (რაც არ უნდა გაწუხებდეს, მილიარდობით ადამიანს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვს). უბრალოდ შეიძლება, რომ კარს ზაფხულში მხოლოდ შენ ეძებდე… და კიდევ შენი კატა… და იცით რა? თუ ასე იფიქრებთ, ერთ დღეს აუცილებლად შეაღებთ ახალ კარს და მის უკან ზაფხული დაგხვდებათ – მზით განათებული მწვანე მინდვრით… მთავარია გჯეროდეთ… More