ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂

წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე. მეტი

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი

10300269_551782148263776_723468954789247510_n მეტი

“პუტინის რუსეთი” – ხედი შიგინიდან

ტელევიზორის წინ ვზივარ… “ტაბულას” ეთერში კიევია – ხალხი, რომელიც სიმღერით ეგებება სიკვდილს. “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ოლიმპიური თამაშებია – გაბადრული მასპინძელი და მისი პარტნიორები… მე კი ქინდლს ვფურცლავ და ანა პოლიტკოვსკაიათან ერთად რუსეთს ვეცნობი, პუტინის რუსეთს…

პუტინის რუსეთში ჩვეულებრივი ქალები შვილებს სამხედრო სამსახურში გზავნიან, უკან კი მხოლოდ საფლავი უბრუნდებათ. პატრიოტიზმით განმსჭვალული მათი ვაჟები ან ჩეჩნეთის ომს ეწირებიან, ან ხელმძღვანელები კლავენ, ანაც მუდმივ ზეწოლასა და შეურაცხყოფას ვერ უძლებენ და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, რომელიც ჯერ არც კი დაუწყიათ. მათ დედებს კი მიზეზსაც არ უხსნიან. ახალი რუსეთი საბჭოთა სტილს არ ღაალტობს – “დიდი მანქანის პატარა ჭანჭიკებს” ღირსეული სიკვდილის უფლება არ აქვთ… მეტი

შემზარავი ისტორიები ჩეჩნეთიდან

ოსნე საიეშტადი ნორვეგიელი ჟურნალისტია – მამაცი ჟურნალისტი, რომელიც არაფერს შეუშინდა და ცხელ წერტილში ნამდვილი ისტორიები შეაგროვა, წიგნად აქცია და მსოფლიოს სიმართლე დაანახა – სიმართლე ჩეჩნეთსა და რუსეთზე (მანამდე ეს ასე საჯაროდ მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიამ გაბედა და სითამამისთვის დაისაჯა).

1994 წლის მიწურულს რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად დაესხა თავს ჩეჩნეთს (საბჭოთა დროს ბერიას და სტალინის მიერ ხალხის გადასახლება, გენოციდი “ჩვეულებრივ” ამბად ითვლებოდა). რა თქმა უნდა, ტრადიციულად “მშვიდობისმყოფელების” როლში მოგვევლინენ (ამბობენ, რომ უბრალოდ თავდაცვის მინისტრი “დათვრა”). შედეგად ორ წელიწადში ჩეჩნეთში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

1999 წელს რუსეთმა მეორედ დაიწყო ომი (ამჯერად უკვე “გაძლიერებულმა” პუტინმა მიზეზად ვითომდა ჩეჩნური ტერაქტი გამოიყენა და პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა). ამ ომს 50 000 მოქალაქე შეეწირა. რიცხვი კვლავაც იზრდება, რადგან დაპირისპირება დღემდე გრძელდება. მეტი