გოგონა, რომელიც გადარჩა

“მიუხედავად დარდისა და სასოწარკვეთილებისა, ყველაზე რთულია გამოიყურებოდე მშვიდად და იქცეოდე ჩვეულებრივად. საუბრობდე, ეხმარებოდე იჯდე მათთან ერთად და რაც მთავარია იყო “ცოცხალი”.

ისევ დადგა გაზაფხული… 74-ე გაზაფხული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ… 12 ივნისს ანა ფრანკი 90 წლის გახდებოდა, თუმცა 16 წლისაც არ იყო, როდესაც ფაშიზმს ემსხვერპლა, მაგრამ გადარჩა! დიახ, ის არსად წასულა – ახლაც ჩვენთანაა და ყოველთვის ასე იქნება. ანა (გნებავთ ანე) ყოველთვის ის პატარა სიცოცხლით სავსე გოგონა იქნება, რომელიც თავისი ღიმილით, თავისი დღიურის ფურცლებით დღესაც იმედით გვავსებს – გვახსენებს, რომ კეთილი, მხიარული, მოსიყვარულე ადამიანები მუდამ ასეთებად რჩებიან, გარეთაც, სამალავშიც… კიდევ იმას გვახსენებს, რომ ასეთი ტრაგედია აღარასდროს უნდა დავუშვათ (თუმცა კი მას შემდეგაც უამრავჯერ დავუშვით და დღემდე ვაგრძელებთ). არავინ უნდა იდევნებოდეს ეთნიკური წარმომავლობის გამო, არც ერთი დედა არ უნდა რჩებოდეს მშერი შვილების გამოსაკვებად, არც ერთი გოგონა არ უნდა მიდიოდეს ამქვეყნიდან პირველ სიყვარულზე ოცნებით, არავინ უნდა ჰპოვებდეს ბედნიერებას სამალავის ფანჯრიდან ხის დანახვაში… More