რუსული პროპაგანდის ძალა

არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია – ეს თანამედროვე რუსეთია! ჩართეთ ტელევიზორი და გადართეთ ნებისმიერ რუსულ არხზე ან ინტერნეტში მოძებნეთ რუსული საიტები და თავად დარწმუნდებით ამაში… ან კი უბრალოდ პიტერ პომერანცევის წიგნი წაიკითხეთ. ის ხომ ლონდონიდან იმისთვის ჩავიდა რუსეთში, რომ თავისი წვლილი შეეტანა რუსული მედიის განვითარებაში, იქ კი სულ სხვა რამ დახვდა. ახალშექმნილი მედიაც იმ გზას დაადგა, რომელსაც ყველა სხვა სფერო – სიყალბის გზას. მეტი

საქართველოს ისტორია რეიფილდისგან

საქართველოს ისტორიას მეტ-ნაკლებად ყველა ვიცნობთ, რადგან მისი შესწავლა ჩვენთვის სავალდებულო გახლდათ. თუმცა უმეტესად ზედაპირულად ვსწავლობდით (სახელმძღვანელოების, პედაგოგების თუ უბრალოდ მძიმე პერიოდის “დამსახურებით”)… და აი ახლა დონალდ რეიფილდისა და “პალიტრა L”-ის დახმარებით შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაღოთ კარი წარსულში. მეტი

Generation P

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 90-იანი წლების რუსეთში! მაღაზიების ცარიელ დახლებს ნელ-ნელა იპყრობს “პეპსი”, “პარლამენტი” და სხვა ბრენდები… “ახალი რუსები” საკუთარს ვერაფერს აწარმოებენ, ამიტომ “საუკეთესო” საქმედ რეკლამა მიიჩნევა… და აი, ისიც! მოვლენების ეპიცენტრშია ახალგაზრდა “მარკეტოლოგი” ვავილენ (ვოვა) ტატარსკი! ცოტა უცნაური სახელია,არა? თავად ისიც ასე ფიქრობს და ამიტომაც ირქმევს ვოვას, თუმცა წინ ისეთი ამბები ელის, რომ მშობლების “საბჭოთა ფანტაზია” რა მოსატანია… მოსკოვი ხომ ლამის ბრძოლის ველად ქცეულა, სადაც ე.წ. “რეკლამშიკები” მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ როგორმე სასურველი მიმართულებით წარმართონ ქალაქში ატეხილი ხელჩართული ომი, მომგებიანად მართონ მათივე ხელით შექმნილი პოლიტიკოსები,”მშვიდობიანად” გამოვიდნენ ნარკოტიკული თრობის მდგომარეობიდან და გაარკვიონ სად მთავრდება ჰალუცინაცია და სად იწყება ეზოთერული სასწაული… საინტერესოა, არა? ვავილენიც გეთანხმებათ და ბოლომდე იძირება “მარკეტინგულ” ჭაობში… ფრთხილად იყავით, მასთან ერთად არ აღმოჩნდეთ იქ და ტყვია არ მიიღოთ ზურგში! თუმცა ცალი თვალით შეხედვა კი შეიძლება… წიგნები ხომ სწორედ ამიტომ იწერება… მეტი

სტალინი და მწერლები

საბჭოთა ისტორიისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. არც ისაა საიდუმლო, რომ ამ საკითხში ჩაღრმავებას არ ვწყვეტ და როგორც კი ახალ მასალას (მხატვრულს თუ დოკუმენტურს) გადავაწყდები, დაუფიქრებლად ვიწყებ გაცნობას. ამჯერად ბენედიქტ სარნოვის მასშტაბურ კვლევას გადავეყარე. მეტი

09.04.1989

დღეს 9 აპრილია… 2019 წლის 9 აპრილი… საქართველო ჯერაც არ არის ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 30 წლის წინ რუსთაველის გამზირზე დაღვრილი სისხლი ამაო არ ყოფილა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო საქართველოს უახლესი ისტორია, დღიდან, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება… მეტი

საბჭოთა დედის რძე

საბჭოთა ისტორიას კარგად ვიცნობ. ეს ის თემაა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინტერესის სფეროა, ამიტომ მუდმივად ვეძებ ინფორმაციას – მათ შორის წიგნებსაც. სულ ვცდილობ, რომ კიდევ და კიდევ აღმოვაჩინო მხატვრული თუ დოკუმენტური წყაროები, რადგან პირადი მონდომების გარეშე ამ საკითხში საფუძვლიანად გარკვევა შეუძლებელია. “ტრადიციული” განათლება თითქოს გვერდს უვლის იმ ეპოქას, თითქოს ცდილობენ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში “ამოჭრან” მე-20 საუკუნის უდიდესი ნაწილი… ალბათ ამიტომაცაა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, რომლებიც დიდხანს იყვნენ ბოროტების იმპერიის შემადგენლობაში, “არათანაბრად” შეინიშნება საბჭოთა მენტალობისგან გათავისუფლება. მაგალითად, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ “იმ” დროში ცხოვრობს, ბალტიისპირეთის ქვეყნები კი თვალს უსწორებენ ისტორიულ რეალობას. ჩვენ “სადღაც შუაში” ვართ – მოსახლეობის ნაწილში (საბედნიეროდ, მცირე ნაწილში) ჯერ კიდევ ცოცხლობს ნოსტალგია საბჭოთა ოკუპაციის წლების მიმართ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მწერლების კითხვა, როგორიც ნორა იკსტენაა. ის ხომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმოამდგენელია (ჩვენს ქვეყანასაც იცნობს, რადგან ქართველი მეუღლე ჰყავს)… იმ ქვეყნის, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ყოველგვარი უბედურება, რაც საბჭოთა ოკუპაციამ მოგვიტანა… მეტი

ის, რაც გაგვაძლიერებს

“ერი, რომელმაც არ იცის გარჩევა, ვინაა მისი მტერი, თავისუფლებას და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთეს, უბრალოდ, არ იმსახურებს. ყველა წარმატებული, კეთილდღეობას მოსწრებული სახელმწიფო მხნე და თავმოყვარე ხალხის აშენებულია. მონები და ყველა ჯურის ფარისევლები ვერ ქმნიან ვერაფერს, ყალბი კოლოსების გარდა, რომელთაც ისტორია ნანგრევებად ინახავს ხოლმე.”

ნიკა რურუა ის ადამიანია, რომელსაც ყველა იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ის მთავრობის წევრიც გახლდათ და მისი სახელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთანაც ასოცირდებოდა, იშვიათად (ფაქტოვრივად, არც) მსმენია, რომ ვინმეს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდეს, განსაკუთრებით ლიტერატურის მოყვარულებს… ეს იმიტომ, რომ ასეთი ლიტერატურულად და მუსიკალურად (ამ მიმართულებებს პოსტის თემიდან გამომდინარე ვუსვამ ხაზს) განათლებული ადამიანი ალბათ თითებზე ჩამოსათვლელად თუ გვყავს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი (მხოლოდ ფრანკფურტში ჩვენი შესანიშნავი წარდგენა რად ღირს, ან თუნდაც საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმისა და სტალინის ძეგლის ამბები) და სწორედ ამიტომ მისი სახელი სამუდამოდ შემორჩება ისტორიას და წლებთან ერთად კიდევ უფრო დაფასდება… რატომ? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში, საბჭოთა მენტალობისგან გათავისუფლებასთან ერთად, ყველა ისწავლის მტერთან ბრძოლას, მხნეობას და თავმოყვარეობას აღმოაჩენს საკუთარ თავში, გაიაზრებს, თუ რა გაგვაძლიერებს – რა შეგვაძლებინებს, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც ეს შეძლო ქვეყანამ, რომელიც სულ რამდენიმე საუკუნის წინ სამმა მილიონმა ადამიანმა შექმნა, დღეს კი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა… არა, ამაში სამხედრო ძალა ან ეკონომიკური განვითარება კი არა (რაც, რა თქმა უნდა, საჭიროა), ის თავისუფალი სული იგულისხმება, რომელმაც შექმნა დიდი ლიტერატურა და დიდი მუსიკა… თავისუფლების ის ჰანგები, რომლებმაც შეადგინა ის 50 ალბომი, რომლითაც “შემოიპარა” თავისუფლება ნიკა რურუას და სხვა საბჭოელების სულში… ასე გაირღვა რკინის ფარდა ფიზიკურად და იმედია მალე გაირღვევა მენტალურადაც… ნიკას და სხვების სახელით, რომლებმაც მთელი სიცოცხლე ამ ბრძოლაში გაატარეს…
მეტი

აურზაური საბჭოთა ექსპრესში

„…რაიც მერე ვაგონში დატრიალდა, იმას საბჭოთა კინოში კომედიათ ვერავინ გადეიღებდა…”

მობძანდით, ბატონო, მობძანდით! დაჩქარდით პატარა, მატარებელმა არ გაგასწროთ! ბილეთის შოვნა რავარი საქმეა, ქე გეცოდინებათ და დაგვიანება რაფერ იქნება! თან რა საზოგადოება შეკრებილა საბჭოთა ექსპრესში – აქეთ ჩვენი მთავარი აბიექტი, ძველი რავალუციანერკა და სუფრაჟისტკა მუსჲა ერისთავი-რეტინგერი დასდგომია მოსკოვის გზას, რომე “თლა იმას” შეხთეს და თავისი “წაყვანილი” ქმარი გამეიხსნას, იქეთ კიდო ათასი ჯურის ხალხი – მოქეიფე “ფინანსისტები”,  სევდიანი აფიცერი, აქა-იქ ჩამალული შინსახკომელები, მუსჲას ძველი ლუბოვი და სხვა მრავალი… ჰო, რეჟისორი ეიზენშტეინიც თავისი ქალბატონითურთ… დიახ, დიახ “პაწიომკინის” ავტორზე გეუბნებით – ორდენოსანზე (მერე რა, თუ ისიც იმერულ კილოზე საუბრობს)… ა, ამფერი მგზავრების გვერდით მოგიწევთ მოსკოვამდის ჩასვლა და კი მიხთებით, რაც გელით წინ – დიდი აურზაური თავისი გადარევებით, სისხლებით, სიცილით და სევდით… და კიდევ ნამეტანი საბჭოთა ბოლოთი… მეტი

ეროფეევი. კარგი სტალინი

საბჭოთა ისტორიის სწორად გააზრება რომ უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავლისთვის, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა ეს საკმარისი არაა. ამ თემაზე უფრო ხშირად, მეტიც – მუდმივად, უნდა ვიფიქროთ. ამაში კი ყველაზე კარგად ლიტერატურა გვეხმარება, განსაკუთრებით – ბიოგრაფიები. მეტი

სხვა იოსები

სტალინის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, რადგან საბჭოთა ისტორია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. ამ ეპოქის სწორად გააზრება ღირსეული მომავლის შექმნისთვის აუცილებლად მიმაჩნია და ამიტომ… სტალინი, რა თქმა უნდა, ბოროტების იმპერიის ცენტრალური ფიგურაა და მისი ცხოვრების სხვადასხვაგვარი ანალიზი არ შეიძლება უინტერესო იყოს… მეტი

Previous Older Entries