იცნობთ ბორის აკუნინს? და გრიგოლ ჩხარტიშვილს? დიახ, ეს ორი სახელი ერთ ადამიანს ეკუთვნის, თუმცა “ლიტერატურულად” სრულიად განსხვავებული პიროვნებები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მე ე.წ. non-fiction-ის დიდი მოყვარული არ გახლავართ, ბატონი გრიგოლის ესსეებს ინტერესით ვკითხულობ და, გარდა თხრობის სტილისა, კიდევ ერთი რამის გამო ვაფასებ – ის ზრუნავს ჩემნაირ მკითხველებზე და, როგორც წესი, ბორის აკუნინთან “ერთად” წერს – ანუ, მხატვრული პროზის გულსემატკივრებს არ ივიწყებს და არამხატვრულ ნაწილს “გემრიელი” ამბებით “აზავებს” ხოლმე. ასევეა “არისტონომიაც”, რომელიც “სხვა გზის” წინამორბედად ითვლება და “დიდ სამყაროს” აღწერს. მეტი
არისტონომია
06 მარ 2017 2 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, არისტონომია, გრიგოლ ჩხარტიშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სხვა გზა
ბოლო კომენტარები