ექიმი ჰეილი

დიდი ხანი არ არის, რაც მისტერ არტურ ჰეილი გავიცანი. ჯერ ერთი წელიც არ გასულა, თუმცა მასთან “დამეგობრება” უკვე მოვასწარი. მისი “საქმიანი” წიგნები ერთი შეხედვით მოსაწყენი უნდა იყოს, მაგრამ ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება… თან კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ის თავად მუშაობდა აეროპორტში, სასტუმროში, ბანკში, ტელევიზიაშიმეტი

სალაროს შუშის მიღმა…

ბანკი ის ადგილია, რომელსაც მეტ-ნაკლებად ყველანი ვიცნობთ – ზოგი მხოლოდ კლიენტის სტატუსით, ზოგიერთებს კი სალაროს შუშის მიღმა გვიმუშავია კიდეც. თუმცა არტურ ჰეილი, როგორც ყოველთვის, “ფულის გადამცვლელებშიც” შეუდარებელია და ყველაფერს ისე გვიამბობს, რომ, რაც არ უნდა ნაცნობი იყოს აღწერილი სიტუაციები, მაინც სუნთქვაშეკრულნი ვკითხულობთ. მეტი

ცხოვრება კამერის მიღმა

რას ფიქრობთ მედიაზე? ალბათ არაერთგვაროვანი აზრი გაქვთ, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ (თან თავისუფალი მედიის შენაჩუნებისთვის რომ ვიბრძვით, თან კი მართული მედიის “თავისუფალ” კომენტარებს ვისმენთ… მაგრამ ეს სხვა თემაა). თუმცა ერთი რამ ცალსახაა – კამერის მიღმაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ და რომ არა ისინი, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ მივიღებდით (ტყუილად კი არ იყო სტალინი ტელევიზიის წინააღმდეგი). მედია ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი სფეროა და სწორედ ამიტომ არტურ ჰეილიმ აეროპორტისა და სასტუმროს გარდა, საღამოს ახალი ამბების სტუდიაშიც შეგვახედა. მეტი

სასტუმროში ჰეილისთან ერთად

გახსოვთ, შარშან არტურ ჰეილის წიგნზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ ეს ჩემი და მისტერ არტურის პირველი შეხვედრა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებდი. მისმა საფირმო სტილმა ისე მომხიბლა, რომ სასწრაფოდ მოვიძიე სხვა ნაწარმოებებიც და ახლა მეორე ცნობილ წიგნზე მინდა გიამბოთ. მეტი

ღამე აეროპორტში

124918[1]ყოფილხართ აეროპორტში? ალბათ დიდი ქალაქების მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ან თავად უსარგებლია საჰაერო ტრანსპორტით, ან სხვები მაინც გაუცილებია (დახვედრია). აეროპორტის “შიდა სამზარეულოში” კი მხოლოდ ავიაციის სფეროში დასაქმებულებსა და მათ ახლობლებს შეუხედავთ… და კიდევ არტურ ჰეილის მკითხველებს… მეტი