ცოტა ხნის წინ სოვიეტიზმის ეპოქის შესახებ ვისაუბრეთ. საბჭოთა კავშირის საუკეთესო აღწერა ალბათ ალექსანდრ სოლჟენიცინს ეკუთვნის. მის ცხოვრებას თუ გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით (სიცოცხლის ბოლო წლებში მისი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ალბათ ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ). მის “ივან დენისოვიჩის ერთ დღეზე” უკვე მოგიყევით. ახლა კიდევ სამი ნაწარმოები მინდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ.
“კიბოს კორპუსი” ძალიან მძიმე (ამასთანავე ოპტიმისტურიც) წიგნია და ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრების იმ მონაკვეთზე მოგვითხრობს, რომელიც მან ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაატარა. თუმცა ეს ცალსახად ბიოგრაფია არ არის. მთავარი გმირები ავტორმა შექმნა (ალბათ პროტოტიპები ჰყავდა) და თითოეული მათგანი საბჭოთა დროს მოარგო – მაგალითად, ოლეგ კოსტოგლოტოვი რეპრესირებული და ნაომარი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერ ეგუება რეჟიმს. სამაგიეროდ პაველ რუსანოვი გრძნობს თავს ბედნიერად (კიბოს თუ არ ჩავთვლით) და სულაც არ განიცდის, რომ სტალინური ტერორის დროს უამრავი ადამიანი დაასმინა. სხვებიც (მათ შორის ექიმებიც) ებრძვიან სიკვდილს, საკუთარ წარსულს (ყველა რუსანოვივით ვერ “აძინებს” სინდისს), მარცხდებიან და იმარჯვებენ, მაგრამ მაინც არ იცვლებიან – ადამიანები ადამიანებად რჩებიან, სისტემის მონები კი – მონებად. მეტი
ბოლო კომენტარები