საშობაოდ რაიმე ტრადიცია გაქვთ? მაგალითად მე, ყოველ წელს ვკითხულობ ო’ჰენრის “მოგვთა საჩუქრებს” და ვუყურებ საშობაო ფილმებს. მათი კომბინაცია სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ რამდენ დროს გამოვნახავ ამისთვის (ხან “ეს მშვენიერი ცხოვრება” შემახსენებს თავს, ხან კევინ მაკალისტერი მომენატრება, ხან კი ძველ ქართულ, ამერიკულ ან რუსულ საახალწლო ფილმებს ჩავუჯდები), თუმცა აუცილებლად ფიგურირებს ჩარლზ დიკენსის “საშობაო სიმღერის” ერთ-ერთი ეკრანიზაცია (ყველაზე მეტად ჯიმ კერის შესრულებით მიყვარს, თუმცა არც სხვებია ურიგო), რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია შობა სკრუჯის გარეშე! მეტი
შობა სკრუჯთან ერთად
30 დეკ 2019 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ახალი წელი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, საშობაო სიმღერა, სკრუჯი, შობა, ჩარლზ დიკენსი
ახალი წელი ანკ-მორპორკში
30 დეკ 2018 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ახალი წელი, დაცვა დაცვა, დისკოს სამყარო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ტერი პრატჩეტი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანკ-მორპორკში! ცხრა საათია და ყველაფერი მშვიდადაა! არა, არა, ასე ხმამაღლა ნუ იტყვით. შეიძლება ვინმემ გაიგოს, ეს კი დიდად სახარბიელო ამბავი არ იქნება. აკი ამ ქალაქის მცველების “იდეალური” მუშაობის საიდუმლო სწორედ იმაშია, რომ საეჭვო ქუჩებზე არ დადიან, აყალმაყალს გვერდს უვლიან და ნელა დადიან, რომ შემთხვევით დამნაშავეებს არ დაეწიონ. უფრო სწორად, ასე იყო, სანამ მათ რიგებში კანონების უბადლო მცოდნე ყმაწვილი სტაფილო (სახელი თავად ვთარგმნე, ამიტომ მომიტევეთ უზუსტობისთვის ან “ზედმეტი სიზუსტისთვის”;)) გამოჩნდებოდა, ქალაქის თავზე კი – წარსულიდან “შემოფრენილი” დრაკონი… აქ აირია ყველაფერი – ზუსტად ისე, როგორც დისკოს სამყაროში ხდება ხოლმე… აი იმ სამყაროში, დაუვიწყარ თავგადასავალს და ბევრ სიცილს რომ გპირდებათ… მეტი
საახალწლო მოგზაურობები 2013
30 დეკ 2013 19 Comments
in ბრიტანული, იტალიური, ლიტერატურა, შვედური ტეგები:ასტრიდ ლინდგრენი, ახალი წელი, ბეფანა, ბიულერბიუელი ბავშვები, დონალდ ბისეტი, ზამთრის საქმეების ოსტატი, ლაჟვარდისფერი ისარი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ტერი პრატჩეტი, ყველაფერი ყირამალა, ჯანი როდარი
კიდევ ერთი უამრავი საინტერესო “მოგზაურობით” სავსე წელი მიიწურა. მალე ახალი წელი მოვა… წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად რამდენიმე წიგნი შევარჩიე… თუმცა თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂
დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” – განმეორება ცოდნის დედა რომაა, გაგონილი გექნებათ. ლიტერატურასთან თუ მეგობრობთ (სხვა შემთხვევაში პოსტს არც წაიკითხავდით) ისიც გეცოდინებათ, რომ წინასაახალწლოდ სავარძელში თბილად მოკალათებას და საყვარელი წიგნების გადაკითხვას არაფერი სჯობს (მით უფრო, როცა “დაგეგმილი” საკითხავი სტალინურ ეპოქას ეძღვნება). ჰოდა მეც მოვიმარჯვე ქინდლი და გოზინაყის ხრამუნით “გავუდექი გზას”… და, ყვანჩალა ალისასი არ იყოს, ამოვყირავდი… მეტი
ლიტერატურული 2012
29 დეკ 2012 5 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ახალი წელი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნირო ვულფი, რექს სტაუტი, სანტა-ხრიაკუსი, საშობაო წვეულება, ტერი პრატჩეტი, ტოლკინი, შობა უიღბლოებთან ერთად, შობის ბაბუის წერილები, ჯონ გრიშამი
კიდევ ერთი წელიც მიიწურა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის განმავლობაში ქვეყანა არ დამიტოვებია, მაინც უამრავ ადგილას “ვიმოგზაურე” (ძირითადად ამერიკაში), არაერთი საინტერესო ავტორი გავიცანი (მაგალითად, დათო ტურაშვილი, ტერი პრატჩეტი), ან ძველ ნაცნობებთან გავაღრმავე “მეგობრობა” (მაგალითად, ორჰან ფამუქთან, თეოდორ დოსტოევსკისთან, რეი ბრედბერისთან, ალბერ კამიუსთან, უმბერტო ეკოსა და არტურო პერეს-რევერტესთან)… მეტი
ბოლო კომენტარები