იცნობთ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს? მაშინ ზელდას შესახებაც გსმენიათ. ფართო მასებისთვის ის ცნობილი მწერლის მეორე ნახევარია, თუმცა ცოტამ თუ იცის ვინ იყო რეალურად ზელდა სეირი. მეტი
Alabama Song
17 მარ 2020 2 Comments
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:Alabama Song, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ზელდა ფიცჯერალდი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მერაბ ფიფია, ჟილ ლერუა, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, Laterna Magica
მარტოობის ასი წელი სულების სახლში
20 სექ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პერუული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დოდო ყვავილაშვილი, ისაბელ ალიენდე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სულების სახლი
“ბარაბასი ჩვენთან ზღვით მოცურდაო”… ასე იწყება საგა ოჯახზე, რომელმაც ყველაფერი გამოიარა, რაც კი შეიძლება ლათინური ამერიკის მკვიდრებმა განიცადონ… რაც მთავარია, მარტოობა… დიახ, ესაა წიგნი ასწლიან მარტოობაზე სულების სახლში… კლარას მარტოობაზე, რომელიც სულებს ესაუბრებოდა და მიუხედავად ათასგვარი უბედურებისა, იმედს არასდროს კარგავდა… კიდევ ესტებან ტრუებაზე, რომელიც მწვანეთმიან როზასთან ერთად ოჯახის შექმნაზე ოცნებამ გამდიდრების გზაზე დააყენა, მისმა დაკარგვამ კი ხასიათიც გაუნადგურა და, მე თუ მკითხავთ, მომვალიც… ფერულაზე, რომელმაც ახალგაზრდობა დედასა და ძმას შეალია… ბლანკასა და პედროზე, რომლებმაც აკრძალული სიყვარული აიკიდეს მხრებზე და ბოლომდე ატარეს… ჰაიმესა და ნიკოლასზე, სხვადასხვაგვარი ბედი რომ არგუნათ ცხოვრებამ… ალბაზე, რომელიც პოლიტიკურ ქარცეცხლში აღმოჩნდა და ათასგვარი წამება გამოიარა სიყვარულის, უფრო კი სულის შენარჩუნების გამო… იმიტომ, რომ ამ ადამიანებს, სულების სახლში დასახლებულ ოთხ თაობას და მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს (აქ ხომ ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი გმირებიც კი საოცრად არიან გამოძერწილნი) მხოლოდ სულიღა დარჩათ, სხვა არაფერი… მხოლოდ საკუთარი მარტოობა, სული და იმედი… მეტი
ბოლო ჟამის ომი კანუდოსში
16 სექ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პერუული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბოლო ჟამის ომი, დოდო ყვავილაშვილი, კანუდოსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, მარიო ვარგას ლიოსა
“ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრეს, დომენიკო.” – გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”
რა მოხდა 1896-97 წლებში ბრაზილიის შტატ ბაიას ქალაქ კანუდოსში? დანამდვილებით ეს არავინ იცის. კანუდოსის ომის ამბავი ჩვენთვის განსაკუთრებით კარგადაა ცნობილი, რადგან მენდეს მასიელისა და დიდი კანუდოსელების ისტორია შესანიშნავად აქვს გადმოცემული გურამ დოჩანაშვილს “სამოსელ პირველში”… თუმცა ეს მხატვრული ლიტერატურაა და არა ისტორიული ნაშრომი. მხატვრული ნაწარმოებია მარიო ვარგას ლიოსას “ბოლო ჟამის ომიც”, მაგრამ სრულად ეძღვნება კანუდოსის ომს და მეტ წარმოდგენას გვიქმნის ამ ისტორიულ ფაქტზე. მეტი
მალალა – გოგო, რომელიც გადარჩა
09 აგვისტო 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პაკისტანური ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თალიბანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მალალა იუსაფზაი
მალალა იუსაფზაი ჩვეულებრივი გოგო იყო, გოგო პაკისტანიდან. ის მსოფლიოს სხვა გოგონების მსგავსად დადიოდა სკოლაში, უყურებდა “ბინდს”, უსმენდა ჯასტინ ბიბერს, უყვარდა ოჯახი, მეგობრები, თავისი სამშობლო… მაგრამ 2012 წლის 9 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვალა – სკოლის ავტობუსში მალალას თალიბანის წარმომადგენელმა ესროლა… მეტი
მაქს ფრიში ჰოლოცენიდან მონტოკამდე
29 ივლ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიში, მონტოკი
იცნობთ მაქს ფრიშს? ერთი შეხედვით მისი შემოქმედება შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. დიახ, მარტივი საკითხავი ნამდვილად არ არის და თუ დაუკვირდებით, საერთოსაც ბევრს აღმოაჩენთ… და აი, ბოლოს თითქოს კვანძი იკვრება და ის აკეთებს ერთგვარ შეჯამებას თავისი ჰოლოცენიდან თავის მონტოკამდე! ისაა ბატონი გაიზერიც, რომელიც ბუნებრივი კატასტროფის მოლოდინში ხვდება, რომ ამაოა ბრძოლა ისტორიის შემოსანახად. საბოლოოდ კედელზე გაკრული ყველა ფაქტი ძირს დაცვივდება, ყველაზე დიდი კატასტროფა კი გადაუღებელი წვიმა კი არა, მარტოობაა, რომელსაც სიბერის, ცნობიერების დაკარგვისა და სიკვდილის ზღურბლზე თვალი უნდა გაუსწორო… მეტი
ამ რომანში ყველა კვდება
19 ივლ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ამ რომანში ყველა კვდება, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბექა ადამაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი
ოდესმე გიოცნებიათ წიგნებში მოგზაურობაზე? ჰო, კარგი, აღიარეთ! მე უკვე ვაღიარე სულ ცოტა ხნის წინ. და, მიუხედავად იმისა, რომ მელნის სამყაროში ფრიად სახიფათო თამაშში ჩაგვითრიეს, მაინც არ შემიცვლია აზრი. სამწუხაროდ, მემენტო მორი ლეას მიადგა და არა მე. არადა სიამოვნებით გაყვებოდი სატირულ-პაროდიულ-დეტექტიურ-თავსატეხ-ფენტეზ-ფანტაზ-დაკიდევრაცგამოგვრჩა ჟანრის წიგნში და გადავარჩენდი გმირებს, რომელთა მოკვლაც ავტორმა გადაწყვიტა. რა, ახალგამომცხვარ (თუ სიტყვა “გამოუმცხვარი” ჯობია) დეტექტივზე ან დიდებულ სიკვდილზე მეოცნებე პროფესორზე უკეთ ვერ “მოვერგებოდი” სამყაროს, რომელშიც ვირჯინია ვულფს სილვიაზე შევარდნია გული, რითაც “ტრადიციების” მოყვარული ერნესტ ჰემინგუეი აღუშფოთებია? თუ შექსპირის სასტუმრო “ჰოტელოში” ვერ დავსახლდებოდი ან ემანსიპირებულ პრინცესას ვერ გავუგებდი? ის კი არა, მემენტო მორის გარეშეც მშვენივრად გავართმევდი თავს ყველაფერს – რომეოსა და ჯულიეტასაც დავარწმუნებდი, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის, ჰანს კასტორპსაც განვკურნავდი, მორიარტისაც გადავაგდებდი ჩანჩქერიდან… მოკლედ, მშვენივრად ავაწყობდი საქმეს… თან როგორ ვოცნებობ ატიკუსთან შეხვედრაზე (არა, არა, სხვა რომ ვერაფერი მომეხერხებინა, მას მაინც არ მივცემდი თვითმკვლელობის უფლებას, “მიდი, დააყენე დარაჯის” წაკითხვის შემდეგაც კი)… არა, ნამდვილად ჩემი ადგილია წიგნებში – თუნდაც ასე, ფურცლების გავლით. თქვენც ასე ფიქრობთ? ვიცი, რომ ასეა. მეტი
პულმანის სამყარო
04 მაისი 2019 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნიკა სამუშია, უჩვეულო დანა, ფილიპ პულმანი, ქარვის ტელესკოპი, ჩრდილოეთის ციალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილიპ პულმანის სამყაროში! ერთი შეხედვით, ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურება, არა? თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ აქ ადამიანებს დაიმონები ჰყავთ (ჩვენი გაგებით, რაღაც სულის მსგავსი) და ყველგან ამ “ცხოველების” თანხლებით გადაადგილდებიან. ლაირასაც ჰყავს თავისი დაიმონი პანტელეიმონი, რომელსაც, როგორც ბავშვების დაიმონებს სჩვევიათ, ჯერ ჩამოყალიბებული ფორმა არ აქვს და ხან რომელი ცოცხალი არსების სახე აქვს და ხან რომლის… თუმცა ეს არაა მთავარი. მთავარი ამბავი აქ კარადიდან იწყება (რა დამთხვევაა, არა? კარადას ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფენტეზის სამყაროში), როდესაც იქ შემალული ლაირა შეთქმულების მონაწილე ხდება და მერე ხდება, რაც ხდება… თურმე, ნუ იტყვით და მისი დედ-მამა, რომლებსაც აქამდე არც კი იცნობდა, სასულიერო პირები, კუდიანები, ჩრდილოელი დათვები და ზოგადად ყველა ნებით თუ უნებლით სამყაროს დიდი გადატრიალების ნაწილი ხდება. სამყაროთა შორის არსებული ზღვარი ქრება და ყველაფერი ერთმანეთში ირევა… და რა როლი აქვთ ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლაში (თუ პირიქით, ბნელ მხარეს?) ლაირას თავისი ოქროს კომპასით და უილს თავისი ჯადოსნური დანით? ეს თავად უნდა ნახოთ. საკუთარი თვალით უნდა იხილოთ გადამწყვეტი ბრძოლაც, რომელმაც თავდაყირა უნდა დააყენოს სამყაროს არსი…
P.S. სერიის პირველი ორი წიგნი უკვე თარგმნა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”(კიდევ კარგი, ეს წიგნი “ანტირელიგიურად” არავინ მონათლა და არც ავტორის რელიგიური შეხედულებების გამო შეშინდა ვინმე). ალბათ უახლოეს მომავალში დასკვნით ნაწილსაც შემოგვთავაზებენ. რაც შეეხება ეკრანიზაციას, ის პირველ ნაწილს ვერ გასცდა, რადგან, მიუხედავად მსახიობთა ოსტატობისა (ლაირას დედის როლს თვით ნიკოლ კიდმანი ასრულებს), წარუმატებელი აღმოჩნდა.
მეფე, დამა, ვალეტი
20 აპრილი 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ვლადიმირ ნაბოკოვი, თამარ აბრამიშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეფე დამა ვალეტი
“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია”. – ლევ ტოლსტოი – “ანა კარენინა”
მობრძანდით, დაბრძანდით! თქვენს წინაშეა ტრადიციული ისტორია უბედური ოჯახის, მოღალატე ცოლისა და მისი საყვარლის შესახებ. უინტერესოა, არა? მაგრამ ტოლსტოიმ ხომ გვითხრა, რომ ასეთი ოჯახები ერთმანეთს არასდროს ჰგავს… მით უფრო, თუ მთხრობელი სიტყვის ისეთი ოსტატია, როგორიც ვლადიმირ ნაბოკოვია… მეტი
Generation P
16 აპრილი 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანტისაბჭოთა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ვიქტორ პელევინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, შოთა იათაშვილი, GENERATION „პ“
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 90-იანი წლების რუსეთში! მაღაზიების ცარიელ დახლებს ნელ-ნელა იპყრობს “პეპსი”, “პარლამენტი” და სხვა ბრენდები… “ახალი რუსები” საკუთარს ვერაფერს აწარმოებენ, ამიტომ “საუკეთესო” საქმედ რეკლამა მიიჩნევა… და აი, ისიც! მოვლენების ეპიცენტრშია ახალგაზრდა “მარკეტოლოგი” ვავილენ (ვოვა) ტატარსკი! ცოტა უცნაური სახელია,არა? თავად ისიც ასე ფიქრობს და ამიტომაც ირქმევს ვოვას, თუმცა წინ ისეთი ამბები ელის, რომ მშობლების “საბჭოთა ფანტაზია” რა მოსატანია… მოსკოვი ხომ ლამის ბრძოლის ველად ქცეულა, სადაც ე.წ. “რეკლამშიკები” მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ როგორმე სასურველი მიმართულებით წარმართონ ქალაქში ატეხილი ხელჩართული ომი, მომგებიანად მართონ მათივე ხელით შექმნილი პოლიტიკოსები,”მშვიდობიანად” გამოვიდნენ ნარკოტიკული თრობის მდგომარეობიდან და გაარკვიონ სად მთავრდება ჰალუცინაცია და სად იწყება ეზოთერული სასწაული… საინტერესოა, არა? ვავილენიც გეთანხმებათ და ბოლომდე იძირება “მარკეტინგულ” ჭაობში… ფრთხილად იყავით, მასთან ერთად არ აღმოჩნდეთ იქ და ტყვია არ მიიღოთ ზურგში! თუმცა ცალი თვალით შეხედვა კი შეიძლება… წიგნები ხომ სწორედ ამიტომ იწერება… მეტი
დღის ლამაზმანი
08 მარ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დღის ლამაზმანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, მერაბ ფიფია, ჯოზეფ კესელი
გაიცანით – ეს სევერინია! გგონიათ, რომ ის ღირსეული ექიმის ერთგული ცოლია? დიახ, ეს ასეც იყო, სანამ უეცრად ეს პატიოსანი ქალი ჩვეულებრივ მეძავად არ გადაიქცა! გიკვირთ? არა, არაფერია საოცარი. შეიძლება თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ ამ პროფესიას ქალები მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაში მიმართავენ და ასეთ დროს მათ ვერც გავამტყუნებთ (განა ყველას არ აქვს უფლება, გააკეთოს არჩევანი?), მაგრამ თურმე გამონაკლისებიც არსებობს. თურმე შეიძლება, რომ ქალმა, რომელსაც არაფერი აკლია – გვერდით ჰყავს საყვარელი მამაკაცი და ფინანსურად უზრუნველყოფილია, ორმაგი ცხოვრება დაიწყოს – დღის პირველ ნახევარში დღის ლამაზმანის სახელით უცნობ მამაკაცებთან გაიყოს სარეცელი, ღამით კი – მეუღლესთან… რა ამოძრავებს მას? არ ვიცი, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია… იმდენად გაუგებარი (არა ინტელექტუალურ, არამედ “შინაგან” დონეზე, რაც ბევრად უფრო რთულია), რომ ჟოზეფ კესელმაც კი ვერ შეძლო ჩემთვის სევერინის ფსიქიკის “საიდუმლოს ამოხსნა”… მეტი
ბოლო კომენტარები