მარადიული ომის სურათები

…ის არ ცდილობდა თავისი ფოტოების რეალისტური სისატიკის გამართლებას იმით, რომ ომი სძულდა… მას მხოლოდ ომის, როგორც კოსმიური აბსურდის, გაშიფრვა სურდა… ის ბატალისტი იყო… მან ფოტოებზე აღბეჭდა ომის ქარცეცხლში გახვეული კვიპროსი, ვიეტნამი, ლიბანი, კამბოჯა, ერიტრეა, სალვადორი, ნიკარაგუა, ანგოლა, ერაყი, … მაგრამ ასეთი ადგილები ხომ ყოველთვის ერთი ადგილია… ვიღაც იყო ომში, ვიღაც – არა, მაგრამ სინამდვილეში ომი ყველას უნახავს… და აი, ფოტოგრაფ ფოლკთან ერთად ვათვალიერებთ მარადიული ომის სურათებს: ნჯამენაში ტყვეებს ნიანგებს უგდებენ, დაჭრილი ბავშვი მოკლული დედის ცხედარს დაჰყურებს, მასწავლებელი მოსწავლეებს წინ მიუძღვის, ძალაგამოცლილი, მზერადაცარიელებული ჯარისკაცები მიუყვებიან გზას, რომელიც თითქოს არსად მიდის… ბოლო ფოტოზე ფოლკის საყვარელი ქალი აღიბეჭდა, ომის კიდევ ერთი მსხვერპლი და ყოფილ იუგოსლავიაში ომიც დამთავრდა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება ის ისევ გაცოცხლდეს – ლონდონში, პარიზში, მადრიდში ან ნიუ-იორკში. დასაღვრელი სისხლი კიდევ ბევრია, ჰაერში ისევ ტრიალებს smell of war, მანამდე ჩვენ ავტომობილისა და ტელევიზორის ყიდვაზე ვფიქრობთ, ომის ფოტოები კი რეკლამის საშუალებაა… ასე გრძელდება ტროადან ერაყამდე, ავღანეთიდან საქართველომდე… მეტი