დაბრუნება ჭიანჭველების სამყაროში

shop_product_image_161001[1]გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ “ჭიანჭველებზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ ბერნარ ვერბერის წიგნის ქართული თარგმანი ახალი გამოსული გახლდათ და ლიტერატურის მოყვარულთა დიდი ნაწილი ღრმად იყო ჩაფლული ჭიანჭველების სამყაროში – დიდი მონდომებით ვეძებდით სარდაფში დაკარგულ ჯონათანსა და სხვა ადამიანებს და თან მწერების “გაადამიანურების” პროცესს ვაკვირდებოდით. More

ჭიანჭველების სამყაროში

11149726_410392939141353_8179935701897343540_oგიფიქრიათ ოდესმე ჭიანჭველებზე? მე არა. ამ მწერებისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია, მაგრამ ბერნარ ვერბერმა ჩემი შეხედულება ძირფესვიანად შეცვალა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯონათანსა და მის ოჯახთან ერთად ბიძია ედმონის დატოვებულ სახლში “გადავბარგდი”. მათი ახალი ცხოვრების პარალელურად ზემოთხსენებული ბიძის წიგნსა და თავად წიგნის გმირებს – ჭიანჭველებს – გადავეყარე. ნელ-ნელა ჭიანჭველებმა მთლიანად დაიპყრეს ჩემი გონება (წიგნის “ადამიანი” გმირებისაც) და მათი ქალაქის, საეჭვო ვითარებაში მოკლული მზვერავების, გამოძიებისა და დაპირისპირებების ისტორიამ ისე ჩამითრია, რომ სარდაფში დაკარგული ადამიანების ამბავი არც გამხსენებია… ჭიანჭველა უფრო სწრაფად იქცა ჩემს თვალში ადამიანად, თუ ადამიანი ჭიანჭველად, ვეღარც კი მივხვდი… და ასე დაბნეულმა ჩავამთავრე კითხვა. ვერ გეტყვით, რომ მარტივი საკითხავი გახლავთ, თუმცა თხრობა სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა, დასასრულისკენ კი ისეთი რაღაცები მოხდა ,რომ… რომ დავფიქრდი – იქნებ ჭიანჭველები ჩვენზე უფრო მეტად იმსახურებენ “უმაღლესი არსების” წოდებას? იქნებ სულ ტყუილად ვეძებთ გონიერ არსებებს სხვა პლანეტებზე და ისინი ახლაც ჩვენს გვერდით არიან ნებისმიერი ცოცხალი არსების სახით? მგონი, არ იქნება ურიგო თუ ამაზე ვიფიქრებთ… და ბნელ სარდაფებს მოვერიდებით 🙂

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. თარგმანი შემოგვთავაზა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში”. სულ მალე კი გაგრძელებებსაც შემოგვთავაზებს 🙂