ტოლკინის სამყარო

ლიტერატურულ სამყაროებში ბევრი დრო მაქვს გატარებული. ჯოან როულინგის ჯადოქართა სამყოფელი, კლაივ ლუისის ნარნია და სხვა გამოგონილი ადგილები არასდროს დამავიწყდება, თუმცა არის სამყარო, რომელიც გამორჩეულად მიყვარს – ეს არის შუამიწეთი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის “შვილობილი” კონტინენტი.

შუამიწეთში მოგზაურობა დიდი ხნის წინ დავიწყე, თუმცა არა პირველი ეპოქიდან. “ჰობიტი” და “ბეჭდების მბრძანებელი” ბოროტი ძალის – საურონის – აღზევების ბოლო ეტაპსა და მის დაცემაზე მოგვითხრობს, შუამიწეთის ისტორია კი ბევრად უფრო გრძელია. ამიტომ მის საწყისებში უკეთ გასარკვევად “სილმარილიონი” გადმოვიღე. თუ ტოლკინის სამყარო ჩემსავით გიყვართ, ეს წიგნი კი ჯერ არ წაგიკითხავთ, თქვენც იგივეს გირჩევთ. სხვა შემთხვევაში არ მოგეწონებათ, რადგან ტრადიციული რომანი არ არის – ისტორიის სახელმძღვანელოს უფრო ჰგავს (ჰობიტონში რომ ვცხოვრობდეთ, ალბათ სკოლაშიც გვასწავლიდნენ). პირადად მე ისტორია ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ძალიან ვისიამოვნე – გარდა იმისა, რომ ძველ ნაცნობებს სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შევხვდი (მაგალითად, გალადრიელს, გენდალფს, ჰობიტებს), შუამიწეთის I-II ეპოქების აქამდე უცნობი ამბებიც შევიტყვე და მორგოთთან (საურონამდელი ბნელი ძალა) ხანგრძლივ ბრძოლაშიც მივიღე მონაწილეობა. სილმარილიების საიდუმლოც გავიგე… მოკლედ, ძალიან ნაყოფიერად ვიმოგზაურე შუამიწეთში… More

ბეჭდების მბრძანებელი – დაბრუნება

downloadბეჭდების მბრძანებელი დაბრუნდა! არა, ტოლკინს ახალი არაფერი დაუწერია (აწ უკვე 40 წელია), არც მისი ხელნაწერი აღმოუჩენია ვინმეს. უბრალოდ დიდი ხნის წინ (ფილმების გამოსვლისას) არც თუ ხარისხიანად წაკითხული და ოდნავ დავიწყებული ტრილოგია ამჯერად ქინდლის თაროზე შემოვდე და საფუძვლიანად “ჩავუჯექი”. პირველი “შეტევასთან” შედარებით ბევრად უფრო დიდი სიამოვნებაც მივიღე (მაშინ ფენტეზის დიდი მოყვარული არ გახლდით). ასე რომ, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ერთად გავიხსენოთ ან გავიცნოთ ბეჭდების მბრძანებელი 🙂  More