ამბები მაზავშიკისა, გულებისა და ხმლისა

აკას გულშემატკივრებს მოგეხსენებათ, რომ ის ძირითადად ორი “ტიპის” ისტორიებს გვიამბობს ხოლმე – თანამედროვე თბილისურებს და ძველ ტფილისურებს. ჰოდა დღეს ორ წიგნზე მინდა გესაუბროთ, რომლებიც სწორედ ამ ამბებს ეძღვნება.

ქემერა ნახალოვკელი მაზავშიკია. მისი ერთადერთი  “სამსახური” ტოტალიზატორია, რომელსაც სათამაშოს ეძახის. ამ სათამაშოს, ძმაკაცების, ჯარის, ოჯახის ამბებს თავად გვიამბობს და თან ისე, რომ თითქოს იქ ვართ – “ვმაზავთ”, ჯარში “ვმსახურობთ”, ასევე მაზავშიკ ძმაკაცებს ხელს ვუმართავთ, ბიძაშვილ ნათიას ვათხოვებთ, ბელორუსიაში მივემართებით ქალის “გამოსატაცებლად”… თითოეული ისტორია მშივნელოვანი და სახალისოა… More