ამერიკული დეკემბერი

BookFireplace_112511_rn_tif_უილიამ ბეროუზის “ჯანქი” – ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი, რომელშიც უილიამ ბეროუზი თავის ნარკოტიკით გაჟღენთილ ცხოვრებას აღწერს. ისიც ტრადიციული ნარკომანია – მხოლოდ “ჯანქზე” ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აკონტროლებს. სინამდვილეში  ნარკოტიკი სტიმულირების საშუალება სულაც არ არის. ეს ე.წ. “გართობა” ბოლოსდაბოლოს ჩვევაში გადაიზრდება და “ჯანქი” მის არსს მხოლოდ პირველი “ლომკის” დროს ჩაწვდება… თითქოს ბეროუზი ნარკომანიის საწინააღმდეგოს არაფერს ამბობს და მშრალად გვიყვება ამბებს, მაგრამ შეუძლებელია, რომ მისი მდგომარეობის აღწერამ სიძულვილი არ გამოიწვიოს “ჯანქის” მიმართ… თან ისიც უნდა გავითვილისწინოთ, რომ უილიამს ეკუთვნის სიტყვები: “ჩემი რჩევა ახალგაზრდებს – უბრალოდ უთხარით არა ნარკოისტერიას!” More

კერუაკის გზა

ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, რომ ზურგჩანთა აგეღოთ და გზას დასდგომოდით – უმისამართოდ, უბრალოდ გაყოლოდით გზას, რომელიც სადღაც მიგიყვანდათ?  მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბიტ-თაობის მანიფესტი, რომელიც უარყოფს საზოგადოებრივ წესებსა და დოგმებს და თავისუფლებას ყველაზე მაღლა აყენებს. ნამდვილი თავისუფლება ხომ გზის არჩევაა – ცხოვრების არჩევა…

…და ამ გზას ირჩევენ სალ ფარადაიზი (ჯეკ კერუაკი) და დინ მორიარტი (ნილ კესიდი). სწორედ მათთან ერთად მივემართებით თავბრუდამხვევ მოგზაურობაში ამერიკის გარშემო და მექსიკაში, ავტოსტოპით გადავადგილდებით, გიჟური სიჩქარით მივექანებით, ვთვრებით, ვეწევით, მთელს ქვეყანაში გაფანტულ ნაცნობებს “ვესხმით თავს” და… ისევ თავიდან… More