ჰანტას მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

15036584_1160351794049419_1742964014996544075_nიცნობთ ბოჰუმილ ჰრაბალს? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ალბათ “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს” გექნებათ წაკითხული. პირველი ქართული თარგმანის შემდეგ (რომელიც 310 გვერდისგან შედგებოდა) შეიძლება ჰანტას ცხოვრების ამბავი ძალიან მოკლედ მიიჩნიოთ, თუმცა როგორც კი წაიკითხავთ, იგრძნობთ, რომ მართლაც მთელმა ცხოვრებამ გაიარა თქვენს თვალწინ. ჰანტამ ხომ 35 წელი გაატარა სარდაფში და მაკულატურის წნეხის გვერდით გატარებულმა დრომ ერთი წამივით გაირბინა… გაიელვეს განადგურებისთვის განწირულმა და ჰანტას მიერ გადარჩენილმა წიგნებმა, ქალებმა, საკუთარ ეზოში რკინიგზის მომწყობმა ბიძამ, დედამ, თაგვებმა, მუშებმა, სხვადასხვაგვარი ოკუპაციის წლებმა… ჰანტა ისევ მეტისმეტად ხმაურიან მარტოობაში ცხოვრობდა და არც კი იცოდა, რომ თითქოს უცვლელი ჩვეულებაც შეიძლება შეიცვალოს… ასეთია ცხოვრება – 35 წელი უცებ გადის და თან მიაქვს ყველაფერი… ყველაფერი, მარტოობის გარდა… მეტი

ამბავი ორი მსახურისა

ვაგრძელებთ “დიოგენეს” სიახლეების “დაგემოვნებას 🙂

“დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი წიგნი – ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს” – პატარა ოფიციანტზე მოგვითხრობს, რომელიც ნელ-ნელა იზრდება (კარიერულად, შინაგანად და არა ფიზიკურად), ცხოვრებას ეცნობა. ის ხან ბორდელშია, ხან რესტორანში ეთიოპიის იმპერატორს ემსახურება, სიმდიდრეზე ოცნებობს, ნაცისტების ბანაკშიც ამოყოფს თავს… მწვერვალსაც მიაღწევს და უფსკრულშიც აღმოჩნდება. ყველაფერ ამას თავად გვიამბობს და ირონიითაც გემოვნებით “აზავებს”… მეტი

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი

10300269_551782148263776_723468954789247510_n მეტი