კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრაზილიაში – ქვეყანაში, რომელიც ერთდროულად რომანტიკულიც არის და კრიმინალის მორევში ჩაძირულიც! კოპაკაბანის სანაპიროზე ტრისტაო და იზაბელი გელიან. მეძავის ვაჟი ქუჩის ბიჭისა და გავლენიანი მამის ერთადერთი ქალიშვილის გზები არ უნდა გადაკვეთილიყო, თუმცა ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას გვთავაზობს და ორ ადამიანს სამუდამოდ აკავშირებს ერთმანეთთან. მათ წინ უამრავი განსაცდელი ელით და მათთან ერთად ჩვენც. ყოველ წამს ვფიქრობთ, რომ სიყვარული დასრულდება – ან “აღვირახსნილი” ვნება ამოიწურება, ან შიმშილი, სიღარიბე და ოჯახის წევრები მოუღებენ ბოლოს “შავ-თეთრ” (ამ შემთხვევაში კანის ფერს არ ვგულისხმობ) ურთიერთობას… სულ გვგონია, რომ ბასრი სამართებელი გადაჭრის ტრისტაოსა და იზაბელის გულებს შორის გაბმულ უხილავ ძაფებს, მაგრამ აპდაიკის ჩანაფიქრი სულ სხვაგვარია. მის მიერ შექმნილი ამბავი (განსაკუთრებით კი ფინალი) ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ტრისტანისა და იზოლდას ისტორია. ცხოვრება ხომ ლეგენდა არ არის. შეიძლება სიყვარულისთვის ყველაფერი დათმო – უმანკოება, სიმდიდრე, ნათესავები, სწავლა, სამსახური, შვილები, თავისუფლება, მაგრამ დასასრული მაინც ისეთი იქნება, როგორიც ბედისწერის უხილავმა ხელმა გამოძერწა – ბედნიერი ან უბედური, მაგრამ ნამდვილი… მეტი
სიყვარული ბრაზილიაში
29 იან 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ამერიკელები, ბრაზილია, დიოგენე, ზაზა ჭილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჯონ აპდაიკი
ფეხბურთი მოედანს მიღმა
20 თებ 2015 19 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ბარსელონა, ბერლუსკონი, ბრაზილია, დინამო, ინტერი, იუვენტუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილანი, პელე, რეალი, რეინჯერსი, როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო, სელტიკი, ტოტენჰემი, ფეხბურთი, ფრანკლინ ფოერი, ჩელსი, ცრვენა ზვეზდა, ძანეტი
ჩემი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ ლიტერატურას ეძღვნება, უკვე ბევრმა იცის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს წიგნებს. ეს არის ფეხბურთი, რომელიც თითქმის 13 წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და მილანის – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… მაგრამ ფრანკლინ ფოერმა სულ სხვა კუთხით დამანახა ყველაფერი – მან მაჩვენა ფეხბურთი მოედანს მიღმა. მეტი
ბოლო კომენტარები