ფანტასტიკური სექტემბერი

რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკები” –  უცხოპლანეტელებზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, მათ შორის არც მარსის მკვიდრებზე. მაგრამ იქნებ ისინი მართლაც არსებობენ და ისევე სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს არსებობას, როგორც ჩვენ მათსას? იქნებ ერთ დღეს შევხვდეთ ერთმანეთს? იქნებ დადგეს დღე, როცა ბირთვულ ომს, ცენზურას, ბიუროკრატიას, დიქტატურას და რასიზმს გავექცევით და ბავშვობას დავუბრუნდებით – გაოცების უნარს გავაღვიძებთ ჩვენში… ან შეიძლება ვერც იქ დავივიწყოთ ჩვენი “საფირმო საქმიანობა” – ყველაფრის განადგურება – და მარსის ცივილიზაციასაც “მივადგეთ”… მეტი

აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი I)

ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი” – ტრადიციულად, ჯერ წიგნს ვკითხულობ ხოლმე და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას, თუმცა ამჯერად პირიქით მოხდა. დევიდ ფინჩერის ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე და პიტი-ნორტონის წყვილიც დადებითად შევაფასე. ახლა კი ჩაკ პალანიკის ოსტატობის შეფასების დრო დადგა. მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ტაილერ დერდენი – მებრძოლთა კლუბის დამაარსებელი, იმ კლუბის, რომელშიც ბოლომდე არშემდგარი ადამიანები აგრესიას გასაქანს აძლევენ. მათი სისასტიკე უსაზღვროა და სისხლიც თითქოს პირდაპირ ფურცლებიდან მოედინება (ფილმში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფრი თვალნათლივ ჩანს). მათი რწმენით სრულყოფილება და თავისუფლება თვითგანადგურებით, ცივილიზაციის მოსპობით მიიღწევა…თუმცა ამის მიღმა სულ სხვა რამ – უძილობა, დეპრესია და პიროვნების გაორება იმალება… მეტი