ბუნდოვანი ცხოვრება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილიპ დიკის სამყაროში! მარსიანელთა შემოტევას ან ალტერნატიულ რეალობას ელით? აქ სულ სხვა – ბევრად უარესი რამ დაგხვდებათ. ეს ხომ უბრალოდ წიგნი არ არის. ეს არის რექვიემი, რომელიც ფილიპმა საკუთარ თავსა და დაღუპულ (პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით) მეგობრებს მიუძღვნა… და ალბათ ჩვენც… მან ჩვენთვის დაწერა ნაწარმოები ადამიანებზე, რომლებმაც რეალობისგან გაქცევა (სხვადასხვა მიზეზით) ნარკოტიკების მიღების გზით გადაწყვიტეს და შედეგად მიიღეს დანგრეული ცხოვრება… ცხოვრება? არა, ალბათ უფრო სიკვდილი, რომელსაც ოფიციალური სახის მისაღებად მხოლოდ გარდაცვალების მოწმობაღა სჭირდება… სხვაგვარად ვერ დავახასიათებთ მათ არსებობას… სხვას ვერაფერს ვუწოდებთ ცხოვრებას, რომელიც ჰალუცინაციებზე, ფსიქოზებსა და ამნეზიებზეა დაფუძნებული… ცხოვრებას, რომელსაც არ აქვს მკვეთრი ფერები… ცხოვრებას, რომელიც მოჩანს “ბუნდოვნად, სკანერში”… More