მაკონდოში წვიმს… წვიმს და წვიმის წვეთებს მიჰყვებიან ბუენდიები… ხის ქვეშ ზის ხოსე არკადიო… ურსულა ბრმად იკვლევს გზას სახლში და იმ დღეს წყევლის, როცა “უმანკოების ქამარი” გაიხადა… პოლკოვნიკი აურელიანო საკუთარ შექმნილ წრეში ზის, ოქროს თევზებს აკეთებს და იმ დღეს იხსენებს, როცა დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომმა ის შორეული საღამო გაიხსენა, როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად… ამარანტა საკუთარ სუდარას ქსოვს და აღსასრულს ელოდება… მშვენიერი რემედიოსი ქარს მიჰყვება… ნელ-ნელა იცვლება დრო, მაგრამ უცვლელია მაკონდო, მარტოობა და წინასწარმეტყველება, რომ “„გვარში პირველს ხეზე მიაბამენ, გვარში უკანსაკნელს ჭიანჭველები შეჭამენ“… მეტი
მარკესის სამყარო
04 ნოე 2019 დატოვე კომენტარი
in კოლუმბიური, ლიტერატურა ტეგები:გაბრიელ გარსია მარკესი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარტოობის ასი წელი, პატრიარქის შემოდგომა
ფოთოლცვენა მაკონდოში
20 ივნ 2016 დატოვე კომენტარი
in კოლუმბიური, ლიტერატურა ტეგები:გაბრიელ გარსია მარკესი, თეა გვასალია, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფოთოლცვენა
მაკონდოში ფოთოლცვენა დაიწყო… ცვივა ყვითელი ფოთლები და მათ მიჰყვება ყველასგან მიტოვებული ექიმის სიცოცხლეც… ის ტოვებს სამყაროს და გამცილებლად მხოლოდ სამი ადამიანი ჰყავს – პოლკოვნიკი, მისი ქალიშვილი და შვილიშვილი… თუმცა სინამდვილეში მას მილიონობით ადამიანი აცილებს. მას ვაცილებთ ჩვენ და მასთან ერთად ვაცილებთ მაკონდოს 25-წლიან ისტორიას. სამი თაობის მოგონებების ფონზე ჩვენს თვალწინ კადრებად მიედინება ამბები სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღირსებაზე, ვნებაზე, მოვალეობაზე, სიმიმაცეზე, სიკვდილსა და სიძულვილზე… და, რაც მთავარია, მარტოობაზე… მარტოობაზე, რომელიც ას წელიწადს გაგრძელდა და რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ… ვერასდროს დავივიწყებთ ხანას, როდესაც პოლკოვნიკს არავინ სწერდა, აურელიანო ბუენდია კი დახვრეტის მოლოდინში წარსულს იხსენებდა… ხანას, როდესაც მაკონდოელთა სულში წვიმდა და ფოთლები ცვიოდა… მეტი
ერთი ტყვეობის ამბავი
12 თებ 2016 დატოვე კომენტარი
in კოლუმბიური, ლიტერატურა ტეგები:გაბრიელ გარსია მარკესი, ერთი ტყვეობის ამბავი, თეა გვასალია, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 1990-იანი წლების კოლუმბიაში! ვერ დაგპირდებით, რომ მარკესი სახალისო მოგზაურობას გპირდებათ, მაგრამ ძალიან საინტერესო თავგადასავალი კი უთუოდ გელით! რატომ? იმიტომ, რომ თქვენ გაგიტაცებენ! დიახ, არ ვაჭარბებ. თქვენ ჟურნალისტ მარუხა პაჩონთან ერთად დაგატყვევებენ და პირველი ფურცლიდან უკანასკნელ გვერდამდე მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებთ – გადარჩება მარუხა და შესაბამისად თქვენც? თუ მასაც იგივე ბედი ელის, რაც ზოგიერთ ტყვეს… მასაც ტყვიას დაახლიან, თუ დაინდობენ და ოჯახთან დააბრუნებენ? დროზე ადრე ამ

მარუხა პაჩონი მეუღლესთან ერთად
კითხვაზე პასუხი თვით ცნობილმა პაბლო ესკობარმაც კი არ იცის. ის გადაწყვეტილებას სულ ბოლოს მიიღებს, მანამდე კი ძალიან ბევრი რამ გელით – ტყვეთა სასოწარკვეთა, ძალადობა, გაქცევა, ბევრი სისხლი და სულ ცოტა იმედი… იმედი იმისა, რომ ერთ დღეს მაფიასაც მოამტვრევენ გრძელ ხელებს… ნარკოდილერების “ბიზნესს” აუცილებლად მოუღებენ ბოლოს ექსტრადიციის შესახებ მიღებული კანონით თუ მის გარეშე… მაგრამ მანამდე ბევრს მოკლავენ, ბევრს დაატყვევებენ… და რა მოუვა მარუხას? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ… ნახოთ და განიცადოთ…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი “ინტელექტმა” შემოგვთავაზა.
საშემოდგომო მოგზაურობები
17 ოქტ 2014 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, თურქული, კოლუმბიური, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ბეგბედერი, გაბრიელ გარსია მარკესი, ია ბერსენაძე, ინტელექტი, იცხოვრო რომ მოჰყვე, ლანა კალანდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაკულატურა, პალიტრა L, რეშად ნური გიუნთექინი, ფოთოლცვენა, ჩარლზ ბუკოვსკი, windows on the world
ჩარლზ ბუკოვსკის “მაკულატურა” – ეს არის ჩარლზ ბუკოვსკის ბოლო წიგნი, რომელიც მან ცუდ ლიტერატურას მიუძღვნა… მან შექმნა “ცუდი” ნაწარმოები, რომელშიც არც ინტრიგაა, არც დინამიკა, საერთოდ არაფერია საინტერესო, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი წიგნია… იმიტომ, რომ კერძო დეტექტივი ბილეინია საინტერესო ტიპი – ზუსტად ისეთივე გარყვნილია, როგორიც ბუკოვსკი, ზუსტად მისნაირი შავი იუმორი აქვს, საქმეები კი – აბსურდული. აბა, რომელი ნორმალური დაუწყებს ძებნას სელინს, რომელიც 1961 წელს გარდაიცვალა, ან იფიქრებს სექსზე სიკვდილთან ან უცხოპლანეტელთან… ჰოდა, ზუსტად ეს არანორმალურობაა საინტერესო… ტარანტინოს “მაკულატურაშიც” ხომ არაფერია ნორმალური, მაგრამ ასეთი მაგარი ფილმი ბევრი გინახავთ? მეტი
თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
29 მაისი 2014 20 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ელიფ შაფაქი, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვენერას სიზმარი, ვუდი ალენი, ვუდჰაუსი, თამარ სუბელიანი, თანამდევი მოვლენები, თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, იროელთა ქრონიკები, კაფკა პლაჟზე, კინობიბლიოთეკა, კორალაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, მარი ბექაური, მეორე მხარე, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ნისლი, ოლდოს ჰაქსლი, ორჰან ფამუქი, ოქროს გალია, პალიტრა L, პრაღის სასაფლაო, პუტინის რუსეთი, რეზო ჭეიშვილი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, საოცარი ახალი სამყარო, სერია ამერიკელები, სიესტა, სტამბოლელი ნაბიჭვარი, სტივენ კინგი, სხვა ფერები, უინსტონ გრუმი, უმბერტო ეკო, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, ფლორენციელი ჯადოქარი, ფორესტ გამპი, შავი წყალი, შენი თავგადასავალი, შირინ ებადი, წიგნი, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი
ბოლო კომენტარები