მისტერ კლიფორდის სადგური

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მახლობლად ინეკ უოლისი ცხოვრობს… თუ მას არ იცნობთ, აუცილებლად იფიქრებთ, რომ წარმოსადგენი აქ არაფერია. ცხოვრობს ამერიკელი ინეკი თქვენს გვერდით და იცხოვროს… მაგრამ როგორც კი გაიცნობთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ფანტაზია უნდა ჩართოთ და “გზას გაუდგეთ”. აბა დაფიქრდით – განა ბევრია დედამიწაზე ადამიანი, რომლის ასაკიც 100 წელს აღემატება, გარეგნობა კი 30 წლის ახალგაზრდა კაცისა აქვს? დიახ, ასეთი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. უფრო სწორად, არ არსებობდა, სანამ მას მისტერ კლიფორდი შექმნიდა. ახლა კი არსებობს და მეტიც – მას კიდევ ბევრი საინტერესო ჩვეულება თუ თვისება აქვს. მაგალითად, ინეკი მხოლოდ მცირე ხნით გამოდის სახლიდან, არავისთან ურთიერთობს გარდა ფოსტალიონისა, რომელსაც მისთვის საკვები, გაზეთები და წიგნები (ძირითადად სამეცნიერო ხასიათის) მოაქვს… კიდევ მელანი და რვეულებიც, რომლებსაც ვინ იცის, რისთვის იყენებს. კიდევ ინეკს მუდამ თანს აქვს იარაღი, თუმცა მას არასდროს იყენებს. მისი სახლი კი ისეთია, რომ შიგნით ვერაფრით შეაღწევთ (თუ, რა თქმა უნდა, კლიფორდმა არ შეგიყვანათ)… More