საჩუქრები “დიოგენესგან”

უკვე 18 წელია ახალი წელი ჩემთვის ახალ წიგნებთან ასოცირდება. რამდენიმე წელი ლაპლანდიელი სანტა კლაუსი მასაჩუქრებდა, ახლა კი ადგილობრივი “თოვლის ბაბუებისა” და საკუთარი თავის იმედად ვარ დარჩენილი 🙂 რა თქმა უნდა, წელსაც მივიღე “გემრიელი” საჩუქრები, მაგრამ, როგორც არაერთხელ მითქვამს, ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. დასაწყისისთვის “დიოგენეს” საჩუქრები შევარჩიე, რომელთაგან ორი თავად გამომცემლობამ მისახსოვრა (ერთზე ოდნავ მოგვიანებით, ცალკე ვისაუბრებთ), მესამე კი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ზუსტად ახალი წლის წინ გამოვიდა და თამამად შეგვიძლია საყოველთაო საჩუქარი ვუწოდოთ 🙂 More