ქალი, რომელიც გაუჩინარდა

ააადევიდ ფინჩერი ჩემთვის გამორჩეული რეჟისორია და მისი ახალი ფილმის გამოსვლას ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები. არც “Gone Girl” გახლდათ გამონაკლისი, თუმცა პირველწყაროს წაკითხვაზე არც მიფიქრია – მისი ავტორი ხომ ბევრისთვის უცნობი გილიან ფლინია და არა სტიგ ლარსონი, ჩაკ პალანიკი ან ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი… მაგრამ ბოლო დროს ამ ქალბატონის გვარი ლამის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა – რაღა შორს წავიდეთ და სულ აქვე, მეზობელ ბლოგზე პოსტიც კი მიეძღვნა, რომელსაც “სინემანიაკის” აღფრთოვანებული კომენტარებიც თან დაერთო და ასეთი სანდო რეცენზიების მერე მიდი და ნუ დაინტერესდები 🙂 მეტი