კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიგერიაში, კერძოდ კი იბოს ტომში! აქ მკაცრი ტრადიციები სუფევს – ქორწინება უფრო ფინანსურ გარიგებას ჰგავს, ტყუპების დაბადება ბედნიერება კი არა, უდიდესი ტრაგედიაა და ბავშვების თავიდან მოშორებით სრულდება, მძიმე ავადმყოფებს ისე უყურებენ, როგორც უწმინდურებს და ტყეში ტოვებენ, ყველაფერს ბრძოლებში გამოცდილი “უხუცესები” წყვეტენ… მათ შორისაა ოკონკვოც, რომელიც ტომში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა, ცოლებთან და შვილებთან ერთად “მშვიდად” ცხოვრობს და ცვლილებებზე არც კი ფიქრობს… მაგრამ ოდესმე ყველაფერი იცვლება. აფრიკას ბრიტანელი კოლონიზატორები იკავებენ და ნელ-ნელა იბოელთა პირსისხლიან ღმერთებს ქრისტიანთა მოწყალე და ერთადერთი ღმერთი ანაცვლებს, უხუცესთა წესებს – დაწერილი კანონები… ხალხის ნაწილი ახალ გზას ადგება, ნაწილი კი, ოკონკვოს ჩათვლით, ვერაფრით ეგუება სიახლეებს, ვერ იაზრებს, რომ ოდესმე ტრადიციები (ჩვენთვის ბარბაროსულად რომ გამოიყურება, მათთვის კი ცხოვრების აზრია) დავიწყებას მიეცემა… ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს… მეტი
ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს
15 თებ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ნიგერიული ტეგები:აკრძალული წიგნების თარო, გვანცა ჯობავა, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს, ჩინუა აჩებე
ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი
17 სექ 2018 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აკრძალული წიგნების თარო, ანი კოპალიანი, გვანცა ჯობავა, ვიცი, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ენჯელოუ, რად გალობს გალიის ჩიტი
ალბათ ლიტერატურის მოყვარულთა უმეტესობას წაკითხული გვაქვს ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას”. ეს ხომ ერთ-ერთი (თუ არა ყველაზე) საუკეთესო წიგნია ამერიკული სამხრეთის შესახებ. აქ მოვლენები თეთრკანიანი გოგონას თვალითაა დანახული… იმავე თემას, თუმცა საპირისპირო მხრიდან, ეხება მაია ენჯელოუს “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი”. მეტი
“პუტინის რუსეთი” – ხედი შიგინიდან
23 თებ 2014 5 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, ანტისაბჭოთა, არტანუჯი, გვანცა ჯობავა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პუტინი, პუტინის რუსეთი, სსრკ
ტელევიზორის წინ ვზივარ… “ტაბულას” ეთერში კიევია – ხალხი, რომელიც სიმღერით ეგებება სიკვდილს. “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ოლიმპიური თამაშებია – გაბადრული მასპინძელი და მისი პარტნიორები… მე კი ქინდლს ვფურცლავ და ანა პოლიტკოვსკაიათან ერთად რუსეთს ვეცნობი, პუტინის რუსეთს…
პუტინის რუსეთში ჩვეულებრივი ქალები შვილებს სამხედრო სამსახურში გზავნიან, უკან კი მხოლოდ საფლავი უბრუნდებათ. პატრიოტიზმით განმსჭვალული მათი ვაჟები ან ჩეჩნეთის ომს ეწირებიან, ან ხელმძღვანელები კლავენ, ანაც მუდმივ ზეწოლასა და შეურაცხყოფას ვერ უძლებენ და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, რომელიც ჯერ არც კი დაუწყიათ. მათ დედებს კი მიზეზსაც არ უხსნიან. ახალი რუსეთი საბჭოთა სტილს არ ღაალტობს – “დიდი მანქანის პატარა ჭანჭიკებს” ღირსეული სიკვდილის უფლება არ აქვთ… მეტი
ბოლო კომენტარები