ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, რომ ზურგჩანთა აგეღოთ და გზას დასდგომოდით – უმისამართოდ, უბრალოდ გაყოლოდით გზას, რომელიც სადღაც მიგიყვანდათ? მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბიტ-თაობის მანიფესტი, რომელიც უარყოფს საზოგადოებრივ წესებსა და დოგმებს და თავისუფლებას ყველაზე მაღლა აყენებს. ნამდვილი თავისუფლება ხომ გზის არჩევაა – ცხოვრების არჩევა…
…და ამ გზას ირჩევენ სალ ფარადაიზი (ჯეკ კერუაკი) და დინ მორიარტი (ნილ კესიდი). სწორედ მათთან ერთად მივემართებით თავბრუდამხვევ მოგზაურობაში ამერიკის გარშემო და მექსიკაში, ავტოსტოპით გადავადგილდებით, გიჟური სიჩქარით მივექანებით, ვთვრებით, ვეწევით, მთელს ქვეყანაში გაფანტულ ნაცნობებს “ვესხმით თავს” და… ისევ თავიდან… მეტი
ბოლო კომენტარები