არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია – ეს თანამედროვე რუსეთია! ჩართეთ ტელევიზორი და გადართეთ ნებისმიერ რუსულ არხზე ან ინტერნეტში მოძებნეთ რუსული საიტები და თავად დარწმუნდებით ამაში… ან კი უბრალოდ პიტერ პომერანცევის წიგნი წაიკითხეთ. ის ხომ ლონდონიდან იმისთვის ჩავიდა რუსეთში, რომ თავისი წვლილი შეეტანა რუსული მედიის განვითარებაში, იქ კი სულ სხვა რამ დახვდა. ახალშექმნილი მედიაც იმ გზას დაადგა, რომელსაც ყველა სხვა სფერო – სიყალბის გზას. მეტი
რუსული პროპაგანდის ძალა
23 აგვისტო 2019 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ანტისაბჭოთა, არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსე, გია ბერაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პიტერ პომერანცევი, პუტინი, რადარამი
მაიკლ კეის ცხოვრება და დროება
11 თებ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, სამხრეთაფრიკული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გია ბერაძე, თამარ ბაბუაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, მაიკლ კეის ცხოვრება და დროება, ჯონ მაქსველ კუტზეე
ომზე ძალიან ბევრი წიგნი წაგვიკითხავს, ფილმიც უამრავი გვინახავს. ამ წიგნებსა და ფილმებში პერსონაჟები ბრძოლის ველზე სიკვდილს უყურებენ თვალებში ან სახლებში ელოდებიან ომის შემოჭრას, ან კი ომიდან ბრუნდებიან და ცდილობენ საკუთარი ადგილის პოვნას საზოგადოებაში… ჯონ მაქსველ კუტზეემ კი სულ სხვა კუთხით გვიჩვენა აპართეიდის ეპოქის ომის სიმწვავე – მან მთავარ გმირად ყურდღლისტუჩიანი და გონებასუსტი მაიკლ კეი აირჩია, რომლის ცხოვრებაც სამხრეთ აფრიკაში ძალიან ცუდ დროებას დაემთხვა. მისი ცხოვრების აღწერისას კუტზეემ გვერდი აუარა სისხლიან შეტაკებებს, თუმცა სწორედ ასე შეძლო საუკეთესოდ ომის სისასტიკის, იმ საშინელებების ჩვენება, რაც ომს ახლავს თან. მაიკლ კეი, რომელიც დედის ფერფლს სამშობლოში “მიასვენებს” თავისი სიჩუმით, შეუმჩნევლობით ყველაზე ხმამაღლა “ყვირის”, ხმამაღლა გვეუბნება, რომ არაფერი უნდა – არც კურდღლის ტუჩის მოშორება, არც სამუშაო და საკვები. მას მხოლოდ ფესვებთან, მიწასთან დაბრუნება უნდა, ამ მიწისა და საკუთარი ოფლის წყალობით მოპოვებული მცირედი საზრდოთი არსებობა… მას მხოლოდ თავისუფლება სურს, სხვა არაფერი… ჩუმი, უსიტყვო თავისუფლება იქ, სადაც ცას სროლის ხმა გადაუვლის, სადაც ადამიანები იხოცებიან… მეტი
ბედისწერის ფერი
21 სექ 2018 2 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:აკრძალული წიგნების თარო, გია ბერაძე, ელის უოკერი, იისფერი, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი
გიფიქრიათ, რა არის ბედისწერა? ის აბსტრაქტულია და არც ფერი აქვს, არც სქესი (ქართულ ენაში მაინც)… თუმცა ვინ იცის… თუ ელის უოკერის წიგნს წაიკითხავთ, იქნებ თქვენც ჩემსავით იფიქროთ, რომ ბედისწერა მდედრობითი სქესისაა და აფრო-ამერიკელების კანის ფერი აქვს… მეტი
ფოლკნერი და ჰელერი ომზე…
06 ნოე 2015 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:გია ბერაძე, იგავი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე მსოფლიო ომი, პალიტრა L, პირველი მსოფლიო ომი, უილიამ ფოლკნერი, ხაფანგი-22, ჯოზეფ ჰელერი
უილიამ ფოლკნერი უცნაური მწერალია, ძალიან უცნაური მწერალი… როგორც წესი, მას ან ფავორიტთა შორის ასახელებენ (ზოგჯერ გულწრფელად, ზოგჯერ კი “ინტელექტუალური” მიზეზებით), ან პირველი ცდის შემდეგ სამუდამოდ შორდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საყვარელი მწერალი არ არის, მე მას უკვე მეხუთედ შევხვდი (მომავალში კიდევ ვგეგმავ). ამჯერად ის იგავს გვიამბობს… იგავს ომზე, რომელში მონაწილეობაც არ სურთ (გახსოვთ ეს ძალიან კარგი ფილმი?). ის აღწერს ერთ კვირას, რომელიც ბოლო დღეს მოსახდენი ტრაგედიის დიდი მოლოდინია… მოლოდინი ჯვარცმისა და ბოროტების (დროებითი) გამარჯვებისა… გითხრათ რაიმე ბიბლიური ალუზიების შესახებ? ალბათ არ ღირს. წიგნში ყველაფერი ისედაც ნათელია… მეტი
ზაფხული სულაკაურთან ერთად
07 ივლ 2014 13 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, იაპონური, ინდური, ლიტერატურა ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბედის ვარსკვლავის ბრალია, გია ბერაძე, თამარ სუბელიანი, კაფკა პლაჟზე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მზია შატბერაშვილი, სალმან რუშდი, ფლორენციელი ჯადოქარი, ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები, ჯერალდ დარელი, ჯონ გრინი, ჰარუკი მურაკამი
ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” – „არა, ეს კიბოთი დაავადებულის შესახებ დაწერილი მორიგი წიგნი არ არის… ასეთ წიგნებში კიბოთი დაავადებული საქველმოქმედო აქციებს მართავს სხვების დასახმარებლად, ამ საქმიანობაში ცხვირჩარგული კი სიკეთის განსახიერება ხდება. ის უყვართ და აფასებენ, რადგან კიბოსთან საბრძოლველად მემკვიდრეობას ტოვებს…“ ეს არის ჰეზელ გრეისისა და ავგუსტუს უოტერსის ისტორია, რომლებსაც სიყვარული ძალიან შეუფერებელ დროს ესტუმრათ – მაშინ, როდესაც უკურნებელ სენს ებრძოდნენ. ებრძოდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – არ ნებდებოდნენ და ოცნებობდნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყოველი წუთი უკანასკნელი ყოფილიყო მათთვის, შესაძლოა ვერც კი გადაეტანათ გრძელი გზა ამსტერდამისკენ, რომელიც მათ საყვარელ მწერალთან აშორებდა… და მათ გაიმარჯვეს – დაამარცხეს სიბრალული და უიმედობა… მეტი
ულისემდე…
30 მარ 2014 13 Comments
in ირლანდიური, ლიტერატურა ტეგები:არტანუჯი, გია ბერაძე, დუბლინელები, ლია იმერლიშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სიესტა, ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას, ჯეიმს ჯოისი
ლიტერატურის მოყვარულებს მოგეხსენებათ, რომ ჯეიმს ჯოისის “ულისეს” მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე რთულ წიგნს უწოდებენ. ალბათ ამიტომაცაა, რომ ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღე შიშის ზარს მცემს. წიგნის მაღაზიებში უთვალავჯერ ჩავუარე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” თაროს, ერთი-ორჯერ წიგნი გადმოვიღე კიდეც, თუმცა შემდეგ უკანვე დავაბრუნე. ასეთი სერიოზული “მოგზაურობისთვის” ვერაფრით მოვემზადე, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჯერ უფრო “მარტივი” წიგნებით გამეცნო ჯოისი და მხოლოდ შემდეგ შევჭიდებოდი “ულისეს”. მეტი
ბოლო კომენტარები