ლავკრაფტი სიგიჟის მთებთან

მსოფლიოში ალბათ დღემდე უამრავი გამოუკვლეველი ადგილია… და ვინ იცის, სად რა იმალება. მეცნიერები ნელ-ნელა იპყრობენ აუთვისებელ ტერიტორიებს და ერთ “მშვენიერ” დღეს შეიძლება ლავკრაფტის სამყაროც გაცოცხლდეს… მკვლევარებმა სიგიჟის მთებთან ამოყონ თავი და ენით აღუწერელი საშინელება ნახონ – ისეთი, სისხლს რომ გაუყინავთ და იმ დღეს დააწყევლინებთ, ამ ადგილს რომ მიუახლოვდნენ… ან “ჯადოსნური” ქოფაკის ხმა მოანდომებთ სიკვდილს, დანვიჩის საშინელება შეაძრწუნებთ, ან კი სულაც ერიხ ზანის “არარსებული” მუსიკა მოესმებათ… ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს – სადმე, ოდესმე… ლავკრაფტის სიგიჟის მთებთან…
More

ჰოვარდ ლავკრაფტის ჩვენება

18157314_737368109777166_2908378051467315542_n

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოვარდ ლავკრაფტის სამყაროში! არა, ახლა ქთულჰუს ხმას ვერ გაიგონებთ. თავად მისტერ ჰოვარდი გესაუბრებათ… ის მოგიყვებათ ამბებს ენით აღუწერელ სამყაროზე… სამყაროზე, რომლის კარსაც ვერცხლის გასაღები აღებს და თუ ამ კარიბჭის მიღმა გასვლას გაბედავთ, მარადიულობის საზღვარს გასცდებით და ეგებ იდუმალი კადათიც აღმოაჩინოთ… მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ – თუ გარისკავთ და ამ სამყაროში შეიხედავთ, შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდეთ… შეიძლება თქვენი ცხოვრებაც ისევე ძირფესვიანად შეიცვალოს, როგორც ეს რენდოლდ კარტერს, ჩარლზ დექსტერ უორდს (მისი ისტორია კრებულში ჩემი ფავორიტია) და სხვებს დაემართათ… ასეთია მისტერ ლავკრაფტის ძააალიან საშიში სამყარო! More

მარადისობის აღსასრული

სიტყვა მარადისობა დროის უსასრულო პერიოდს ნიშნავს. უსასრულობა კი ვერ დასრულდება… თუმცა ვინ იცის? აიზეკ აზიმოვის სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია – მათ შორის მარადისობის აღსასრულიც… More

ქთულჰუს ძახილი

11058151_448459738668006_4323049335878052434_nგიყვართ საშინელებათა ჟანრის წიგნები და ფილმები? მე ძალიან. წლების წინ თითქმის არცერთს ვტოვებდი. დროის შემცირებასა და წასაკითხი წიგნების (სანახავი ფილმების) რაოდენობის ზრდასთან ერთად ე.წ. “ჰორორებს” ცოტა დავშორდი, თუმცა ედგარ პო დღემდე ჩემი ფავორიტია და სტივენ კინგის წიგნებსაც აქტიურად ვკითხულობ. ფილმებში ახალს იშვიათად ვპოულობ (რა ვქნა, სამარა მორგანი დღემდე მახსოვს და ვერც ნიკოლ კიდმანის ტანჯვას ვივიწყებ)… და რატომ არ ვიცნობდი აქამდე ჰოვარდ ლავკრაფტს? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს (მისი ორი წიგნი ხომ ძალიან დიდი ხნის წინ ჩავინიშნე). ალბათ მისი დრო მხოლოდ ახალ მოვიდა… More