აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი II)

ჟან-პოლ სარტრის “სიტყვები” – ჟან-პოლ სარტრს დიდი ხანია “ვუტრიალებ” და საბოლოოდ მისი გაცნობა ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით გადავწყვიტე. პირველ ნაწილს “კითხვა” ჰქვია, მეორეს “წერა”. პატარა ჟან-პოლმა სწორედ კითხვით დაიწყო ლიტერატურასთან ურთიერთობა, შემდეგ კი თავად მოკიდა ხელი კალამს. კითხვაც და წერაც ოჯახის წევრებმა მოახვიეს თავს, თუმცა საბოლოოდ ორივე მისი მოწოდება აღმოჩნდა. ასე რომ არ ყოფილიყო, სარტრი მწერალი ვერ გახდებოდა. ქართველებს “წინასწარგანსაზღვრული” მომავლის და “საამაყო” ბავშვების ამბავი არ გვესწავლება, მაგრამ მოწოდების გარეშე არაფერი გამოდის… ბავშვობიდან “სადიდო” წიგნებს კითხულობდა, შემდეგ კი, როგორც თავად “დაგეგმა”, “ცხოვრობდა მათ”. ამიტომაც ჰქონდა საინტერესო ცხოვრება… მასთან ნაცნობობამ გაამართლა მოლოდინი და მოგვიანებით აუცილებლად “შევხვდები”… More

აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი I)

ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი” – ტრადიციულად, ჯერ წიგნს ვკითხულობ ხოლმე და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას, თუმცა ამჯერად პირიქით მოხდა. დევიდ ფინჩერის ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე და პიტი-ნორტონის წყვილიც დადებითად შევაფასე. ახლა კი ჩაკ პალანიკის ოსტატობის შეფასების დრო დადგა. მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ტაილერ დერდენი – მებრძოლთა კლუბის დამაარსებელი, იმ კლუბის, რომელშიც ბოლომდე არშემდგარი ადამიანები აგრესიას გასაქანს აძლევენ. მათი სისასტიკე უსაზღვროა და სისხლიც თითქოს პირდაპირ ფურცლებიდან მოედინება (ფილმში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფრი თვალნათლივ ჩანს). მათი რწმენით სრულყოფილება და თავისუფლება თვითგანადგურებით, ცივილიზაციის მოსპობით მიიღწევა…თუმცა ამის მიღმა სულ სხვა რამ – უძილობა, დეპრესია და პიროვნების გაორება იმალება… More

თბილისის წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი

564379_212022975573030_1552592017_nმოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂

პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… More