ლიზბეთ სალანდერი ხომ გახსოვთ? თუმცა რას გეკითხებით. ამ ფრიად საინტერესო ადამიანს თუ იცნობთ, ვერც ვერასდროს დაივიწყებთ. ძალიან მაგარი გოგოა და იმიტომ… მის ფონზე მიქაელ ბლუმკვისტიც კი იჩრდილება (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) და ამბებიც მის ირგვლივ ტრიალებს… მეტი
ლიზბეთ სალანდერის დაბრუნება
29 მაისი 2017 2 Comments
in ლიტერატურა, შვედური ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გოგონა დრაკონის ტატუთი, გოგონა ობობას ქსელში, გოგონა რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა, გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდეს გაჰკრა, დევიდ ლაგერკრანცი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილენიუმის ტრილოგია, სტიგ ლარსონი
მილენიუმის ტრილოგია
26 მარ 2012 23 Comments
in ლიტერატურა, შვედური ტეგები:გოგონა დრაკონის ტატუთი, გოგონა რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა, დევიდ ფინჩერი, დენიელ კრეიგი, კალე ბლუმკვისტი, ლარსონი, ლიზბეთ სალანდერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილენიუმის ტრილოგია, პეპი, რუნი მარა, ქალთმოძულე კაცები
სტიგ ლარსონის ამ ტრილოგიაზე ახალი რაღა უნდა გითხრათ. მისი პირველი ნაწილი სრულიად ბლოგოსფეროს და თავად ფინჩერის ინტერესის სფეროში მოექცა. მეორე ნაწილი სულ ახლახანს გამოჩნდა ქართული წიგნის მაღაზიების თაროებზე და როგორც ამბობენ, მალე მათ მესამეც შეუერთდება. პირადად მე დიდხანს ვერ მოვიცალე ლარსონის გასაცნობად, მაგრამ რომ გავიცანი, ვეღარ მოვწყდი და ტრილოგია ბოლომდე ჩავიკითხე.
სანამ უშუალოდ მწერლის და ნაწარმოებების დადებით მხარეებსა თუ მინუსებზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ ლარსონმა თავიდანვე დაიმსახურა ჩემი პატივისცემა თავისი ზუსტი მარკეტინგული გათვლით. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ შვედეთში ასტრიდ ლინდგრენი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა და პირადად მე ამ ევროპული ქვეყნის არსებობის შესახებ სწორედ ამ გენიოსი (ამ შემთხვევაში არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას) მწერლის დახმარებით შევიტყვე. მსოფლიოში უამრავი ადამიანი ფიქრობს ჩემსავით და შესაბამისად უამრავი ადამიანი დაინტერესდა სტიგ ლარსონის იმ გმირებით, რომლებიც პეპისა და კალეს გაზრდილ “ვერსიებად” მოიაზრებიან. მეტი
ბოლო კომენტარები