დიუმას თავბდრუდამხვევი სამყარო

გახსოვთ პირველი შეხვედრა ალექსანდრ დიუმასთან? მე მახსოვს! მახსოვს, როგორ გადავშალე მწვანე წიგნი და როგორ გადავეშვი იმ თავბრუდამხვევ სამყაროში, რომელმაც სამუდამოდ ჩამითრია… More

სამი დიუმა და ერთი მორუა

ალექსანდრ დიუმა-მამა ბიბლიოფილების უმეტესობისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია. მის ვაჟსაც ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც იცნობს. დიდი ალექსანდრის მამაზე ცოტას თუ სმენია, მაგრამ ისიც საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო. სწორედ მათი ცხოვრების დეტალების გასაგებად ვისარგებლე ანდრე მორუას მეგზურობით და ახლოს გავიცანი “სამი დიუმა”.

გენერალი თომა-ალექსანდრ დიუმა ცნობილი სამხედრო პირი გახლდათ. ფრანგი მარკიზისა და შავკანიანი მონა ქალის ეგზოტიკური გარეგნობის ვაჟის ცხოვრების ისტორია ინტერესს ნამდვილად იწვევს. მამისგან გვარჩამორთმეული (მარკიზი დავი დე ლა პაიეტრის საპატიო გვარს ატარებდა) სამშობლოს სამსახურში ჩადგა, რევოლუციაში აქტიური მონაწილეობაც მიიღო, მაგრამ ეგვიპტის დაპყრობისას ძველ მეგობარ ნაპოლეონთან ურთიერთობა გაუფუჭდა, იტალიაში ტყვედ ჩავარდა და საბოლოოდ მძიმედ დაავადებული და უარყოფილი ოჯახს დაუბრუნდა, რის შემდეგაც დიდხანს აღარც უცოცხლია. სწორედ მისგან მიიღეს მემკვიდრეობით მომდევნო ალექსანდრებმა წარმოსადეგი გარეგნობა, მემბოხე სული და საფრანგეთის სიყვარული. More