ქართლის ჭირი

IMG_20180429_131452 ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლისო… ამაზე ჯერ კიდევ დავით გურამიშვილი წერდა მე-18 საუკუნეში, თუმცა ალბათ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რა სახეს მიიღებდა ეს ერთი საუკუნის შემდეგ… როგორი აქამდე არნახული ჭირი ელოდა საქართველოს მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე (თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი უკვე დასრულდა)… რუსეთის მსგავსი მტერი არასდროს გვყოლია… არასდროს დარჩენილა მამულიშვილთა სიტყვები ასეთ “ხმად მღაღადებლისა”, არასდროს წამოსულა ასეთი “სისხლის წვიმები”, არასდროს დანგრეულა ასეთი ხმაურით “ნაცრის კოშკი”, არასდროს გვინახავს ასეთი “ნათლისქრობა”… სწორედ ამაზე წერს გურამ გეგეშიძე თავის ტეტრალოგიაში, რომელიც უბრალოდ კარგი მხატვრული ლიტერატურა არ არის – ეს ნამდვილი მატიანეა! More

სტუმარი

თარხუჯი ჩამოსულა თბილისში! წლების შემდეგ ახლა უკვე სტუმრად სწვევია მშობლიურ ქალაქს და ნაცნობ ქუჩებში ხეტიალისას წარსულს იხსენებს… მასთან ერთად ჩვენს თვალწინაც კადრებივით ჩაივლიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები… მათთან ურთიერთობის ეპიზოდები კი ერთ რამეზე გვაფიქრებს – ჩვენც სტუმრები ვართ საკუთარ ქალაქში, ქვეყანაში, სამყაროში… ამქვეყნად სტუმრად მოვსულვართ და ერთადერთი მიზანი გვამოძრავებს – როგორმე სიმშვიდე მოვიპოვოთ… მაგრამ არის კი ეს შესაძლებელი? ალბათ არა. ბედისწერა გვართმევს საყვარელ ადამიანებს, ოცნებებს, იმედს და ამით სამუდამოდ გვაკარგინებს სიმშვიდეს… გვისპობს მისკენ მიმავალ გზას და ჩვენც თარხუჯივით ერთ დღეზე მეტს ვერ ვძლებთ სტუმრად ამ დეგრადირებულ, თუმცა კი მაინც საყვარელ გარემოში… ისევ იქით მიგვიწევს გული, სადაც ნაკლები მანკიერება, ტკივილი და მარტოობაა… სადაც მეტ-ნაკლები სიმშვიდეა… More