ღმერთისა და სატანის ბრძოლა ფრანგულად

“სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია” – ფიოდორ დოსტოევსკი

ადამიანების გულებში ღმერთისა და სატანის ბრძოლა იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ თემას მთავარი ადგილი უჭირავს ლიტერატურაშიც და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ… თუმცა ჟორჟ ბერნანოსისა და გუსტავ ფლობერის წიგნებში ეს ბრძოლა თვალნათლივაა წარმოჩენილი. More

ფლობერის თუთიყუში

გამოგიტყდებით და გუსტავ ფლობერი ჩემი ფავორიტი მწერალი არ არის. უფრო მეტიც – მისი მხოლოდ ერთი ნაწარმოები მაქვს წაკითხული და მადამ ბოვარის ისტორიით სათანადოდ ვერ აღვფრთოვანდი… თუმცა “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი “წევრის” გაცნობა მაინც გადავწყვიტე – როგორ არ გამეგო, რა კავშირი ჰქონდათ ფლობერსა და თუთიყუშს:)

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯეფრი ბრაითუეიტმა გუსტავ ფლობერის ბიოგრაფიის დაწერა გადაწყვიტა. თავად მწერალმა კი ოდესღაც თქვა, რომ როცა მეგობრის ბიოგრაფიას წერ, ისე უნდა დაწერო, თითქოს მის გამო შურს იძიებ (საყვარელი მწერალი მეგობარი არ არის? თან ყველაზე ერთგული მეგობარი)… ჯეფრიმაც დაწერა… და თუ გეგონათ, რომ ფლობერს კარგად იცნობდით, შეცდით. მისი შემოქმედება მაინც არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თავი დაანებოთ და შეწყვიტოთ ნადირობა მასზე. ბიბლიოფილებს არასდროს მიაჩნიათ საკმარისად ის, რაც მწერალმა დაწერა. მათ სჭირდებათ მისი სახე, სკულპტურა, ფოტოსურათი, ავტოგრაფი, ტანსაცმლის ნაგლეჯი… და თუთიყუში… More