უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს

“მშობლებმა ყოველთვის შვილებზე მეტი იციან, სამაგიეროდ შვილები მშობლებზე ჭკვიანები არიან”.

ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, თუმცა წლებთან ერთად ნელ-ნელა ვივიწყებთ წარსულს… სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი პერიოდულად უკან დაბრუნება და გარემოს ბავშვის თვალით აღქმა… ამაში კიდევ ერთხელ გვეხმარება ჯონათან საფრან ფოერი, რომელმაც შექმნა ოსკარ შელი – ბავშვი საოცრად ფერადი სამყაროთი… More

ამბერის ქრონიკები

61996კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამბერში! თავს ცოტა უცნაურად გრძნობთ? არ შეგეშინდეთ! კარლ კორიც დაახლოებით ასე გრძნობდა თავს, როდესაც საავადმყოფოში გაახილა თვალი და მიხვდა, რომ არაფერი ახსოვდა. თითქოს საქმე უბრალო ოჯახურ დაპირისპირებასთან უნდა გვქონოდა, მაგრამ როჯერ ზელაზნის სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონია – ნუ იტყვით და თურმე დედამიწა მხოლოდ სამყაროს ერთ-ერთი ანარეკლი ყოფილა, კარლ კორი კი – ამბერის პრინცი კორვინი. სწორედ ის გვიამბობს სხვა პრინცებთან შუღლის, ავალონის თოფების, მარტორქის ნიშნის, ობერონის (ეს უკანასკნელი კორვინისა და სხვა პრინცებისა და პრინცესების მამა გახლავთ) ხელისა და ქაოსის კარის ამბავს… More

კერი უაიტის შურისძიება

10592კერი უაიტი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამერიკელი გოგოა. ვინ იცის შეერთებულ შტატებში (და ზოგადად მსოფლიოში) რამდენი მოზარდი იტანჯება თანაკლასელთა დაუნდობლობის გამო… თუმცა კერის ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს, რაც თავიდანვე გამორიცხავს ასეთი შემთხვევებისთვის ტრადიციად ქცეულ დასასრულს – თვითმკვლელობას ან ფსიქიატრიულ კლინიკას…

კერის თუ გაიცნობთ და მის ცხოვრებას ჩაუღრმავდებით, აუცილებლად მიხვდებით მისი საქციელის მიზეზს. არა, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებთ, მაგრამ გაუგებთ… როდემდე შეიძლება ახალგაზრდა გოგონამ ითმინოს მუდმივი დაცინვა ან უკეთეს შემთხვევაში გულგრილობა? ის ხომ ყველასთვის ცარიელი ადგილია და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა “გართობა” მოუნდებათ… ხომ შეიძლება ერთ ადამიანს მაინც ესმოდეს მისი? თუნდაც დედას… თუმცა რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ ქალს, რომელიც საკუთარ შვილს ცოდვის ნაყოფს უწოდებს, თითოეული “არასწორი” ნაბიჯის შემდეგ საათობით კეტავს “სალოცავ ოთახში”, მუდმივად ამცირებს, ფიზიკურად ეხება, ნორმალურად ჩაცმის, ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, საკუთარ სხეულს, საკუთარ სქესს აძულებს, შეიძლება დედა ვუწოდოთ? და ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება გაგვიკვირდეს ის, რაც კერიმ გამოსაშვებ საღამოზე ჩაიდინა? ჩემთვის ეს საოცარი ნამდვილად არ არის. ვინ იცის, მეც რომ გადამეტანა ამდენი ტანჯვა და შემდეგ მეგრძნო, რომ ჩემი უნიკალური ძალის წყალობით შურისძიება შემეძლო, შევიკავებდი კი თავს? ალბათ არა. მეც ზუსტად კერი უაიტივით ვიძიებდი შურს და გასისხლიანებული გამოვიდოდი ცეცხლის ალიდან… More