ტედ ჩანის სამყარო

ტედ ჩანი რთული კაცია… ძალიან რთული… ეს იმიტომ, რომ მის მოთხრობებში წინა პლანზე სამეცნიერო ფანტასტიკაა, სიუჟეტი და პერსონაჟები კი მხოლოდ მეორეზე (როგორც წესი, ამ ჟანრის წიგნებში ეს პირიქით არის ხოლმე – ოსტატურად შექმნილი გმირები და საინტერესოდ აწყობილი შინაარსი გვაინტერესებს მეცნიერებით)… მაგრამ სურვილის შემთხვევაში მაინც “გამოყოფთ” იმას, რაც მთავარია… თქვენთვის მთავარი… აი ჩემთვის მთავარი სუიციდისკენ მიდრეკილი მათემატიკოსია და არა მათემატიკა; კიდევ ის კაცი, ბაბილონის გოდოლის შენებისას სამყაროს არსს რომ ჩასწვდა და არა თავად შენება; ყველაზე მთავარი კი ის ლინგვისტია, “უცნაურ სტუმრებთან” საკონტაქტოდ რომ მიიწვიეს, ის კი მხოლოდ მათ ენას კი არა, საკუთარ მომავალსაც ჩასწვდა… სწორედ ესაა ჩემთვის ყველაზე საინტერესო – რამდენად შეიძლება ერთდროულად არსებობდეს თავისუფალი ნება და ბედისწერა და შესაბამისად რისი გაკეთება შეიძლება, თუ მომავალი წინასწარ იცი? More

შეშლილი ადამის სამყარო

More

მთელი ზაფხული ერთ დღეში

28353910[1]გიყვართ რეი ბრედბერი? ალბათ შეამჩნევდით, რომ მე ძალიან. ის ხომ იმ მცირე რაოდენობის მწერალთა შორისაა, რომლებიც მოთხრობებსაც კი მაყვარებენ 🙂 არც ეს კრებულია გამონაკლისი. რატომ? ახლავე გიამბობთ.

“მთელი ზაფხული ერთ დღეში” სულ პატარა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) მოთხრობებისგან შედგება, თუმცა თითოეული მათგანი ერთ დიდ ნაწარმოებს უდრის (იქნებ აღემატება კიდეც). აბა, გაიხსენეთ, რამდენ მწერალს შეუძლია რამდენიმე გვერდზე ასე დიდებულად აღწეროს ერთ დღეში ჩატეული მთელი ზაფხულის საოცარი სევდა, ნისლის საყვირის ხმაზე მოსული ურჩხულის საზარელი სახე, მუდმივ ქიშპობაში ჩართული მანდარინების ბრძნული გადაწყვეტილება, არმაგედონში ჩაძინებისას ნანახი საშინელი სიზმარი, შემზარავი ბავშვი, მონა ლიზას ღიმილი, ერთი შეხედვით უაზრო ბრძოლა გადარჩენისთვის, “მკვლელი” ქარის ღმუილი, ავადმყოფი ბიჭსა და ცხოვრებას შორის შუამავალი ძაღლის ამბავი, “უცნაური” პლანეტა, არანაკლებ “უცნაური” ბავშვი, თომას ვულფის მეორე სიცოცხლე, სისხლიანი აკვედუკი, ძია ეინარის ისტორია … მე თუ მკითხავთ, ამ ყველაფრის ასე გადმოცემა მხოლოდ მისტერ რეის ძალუძს. მხოლოდ ის ახერხებს ასეთი სევდიანი და ამავე დროს იმედიანი მოთხრობების წერას…

P.S. ბრედბერის მოყვარულებს (სხვებსაც) გირჩევთ ამ წიგნის ქართული თარგმანის მოძიებას (სხვა ენებზე მოთხრობების ამ კომბინაციას ვერც ნახავთ). დარწმუნებული ვარ, ძალიან ისიამოვნებთ 🙂

როგორ მოვხვდი მარსზე

12033036_475969165917063_3410995867465332952_nრამდენიმე საათის წინ მარსიდან დავბრუნდი… არა, არ შეგეშინდეთ. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან არ ვწერ, არც ნასადან. მშვიდად ვზივარ კომპიუტერთან, თხევად ნატურალურ (!) წვენს მივირთმევ, მყარ (!) შოკოლადს ვაყოლებ და ვცდილობ გიამბოთ როგორ მოვხვდი მარსზე.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთელი მსოფლიო ენდი უირსა და მარკ უოტნიზე ალაპარაკდა. ვერ გეტყვით, რომ სხვების აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა ბევრი სანდო ადამიანის “ჯგუფურ” აღფრთოვანებას, როგორც წესი, “ვამოწმებ”. ჰოდა, გადავშალე წიგნი და მარსზე ამოვყავი თავი… არა, ეს შესაფერისი სიტყვა არ არის. უფრო სწორი იქნება, თუ გეტყვით, რომ პირდაპირ ტრაკში აღმოვჩნდი… ჰო, კარგი, ვიცი, რომ “არალიტერატულ” სიტყვებს ვიყენებ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მარკ უოტნის მსგავსად მარტო დარჩით შუა მარსზე და ჩემსავით ადვილად დაიკიდებთ 🙂 სხვა არც არაფერი დამრჩენია – მარკი ბოტანიკოს-ინჟინერი მაინცაა, ქიმია ცოტათი მაინც ესმის და აგერ უწყლო წითელ პლანეტაზე კარტოფილის წარმოებაც კი გააჩაღა… და მე რას ვიზამ მის ადგილზე? ვერც ვერაფერს… უბრალოდ დამენძრევა… არა, რაღაც თვისებები მეც მექნება – ნასა მთლად მაღლივში ნასწავლი მათემატიკის ხარჯზე არ გამიშვებს მრავალმილიონიან კოსმოსურ მისიაში, თუმცა ვინ იცის… რამდენ დღეს გავქაჩავ დედამიწიდან გამოგზავნილი დახმარების მოლოდინში? ნამდვილად არ ვიცი… ერთი რამ კი ვიცი – თუ ოდესმე მშობლიური პლანეტის დატოვება მომიწევს, თან მრავალფეროვან ლიტერატურულ, მუსიკალურ და ტელე-კოლექციას წავიღებ (მტერმა იკითხა სულ აგათა – მერე რა, თუ მაგარი მწერალია… და პუტინმა უსმინა და უყურა სულ დისკოს / “ცრემლიან” სერიალებს)… და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ რეალურად ვერავინ მიხსნის – იუმორი საიმედოდ უნდა “ავლესო”, ტვინი და ტრაკი უნდა გავანძრიო და წინ დედამიწისკენ! More

ბედნიერების მექანიზმები

1610919_419950054852308_6588917907360455999_nხშირად ვამბობ, რომ მოთხრობები არ მიყვარს, მაგრამ კიდევ უფრო ხშირად ვკითხულობ რეი ბრედბერის მოთხრობებს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები. დიახ, მე მიყვარს დიდი ზომის ნაწარმოებები, მაგრამ მისტერ რეის თითოეული მოთხრობა ერთ დიდ წიგნს სჯობს – ბევრი ემოციით და არავითარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობით. ასეთი გახლდათ “ტანმოხატული კაცი”, ასეთია “ბედნიერების მექანიზმებიც”… More

უკან ბავშვობაში ბათუმელებთან ერთად

10993407_385583314955649_8413431010525438179_nლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში ახალი გამომცემლობა დაარსდა. დიახ, ეს სულ ახლახანს მოხდა, მაგრამ პირადად ჩემთვის (და ალბათ ბევრი მკითხველი დამეთანხმება) “წიგნები ბათუმში” უკვე ერთ-ერთი უსაყვარლესი გამომცემლობა გახდა და მათ ახალ გამოცემებს დიდი ინტერესით ველოდები. ჯერჯერობით “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ოთხი წიგნი გვაქვს, საყმაწვილო ხაზი კი ორი ძალიან კარგი წიგნით დაიწყო. ახლა სწორედ მათზე უნდა ვისაუბროთ. More