ზაფხული რეისთან ერთად

ალბათ დამეთანხმებით, რომ ზაფხული წელიწადის საუკეთესო დროა, განსაკუთრებით ბავშვობაში. ეს ხომ 3 თავისუფალი თვეა, როდესაც იმას ვაკეთებთ, რაც გვსურს – მეგობრებთან ერთად ვერთობით, ნაყინს მივირთმევთ და არ ვფიქრობთ, რომ წინ შემოდგომაა… ზუსტად ასეთ ისტორიებს გვიყვება რეი ბრედბერი – ხან ბაბუაწვერას ღვინოს გვთავაზობს, ხან ზაფხულს ემშვიდობება… ეს ყველაფერი კი გრინთაუნში ხდება – ჩვენს საყვარელ “ლიტერატურულ” ქალაქში… More

ღიმილის მტვერი

”თუ ღმერთი არსებობს, ის არ უნდა ამსხვრევდეს და არ უნდა სპობდეს ადამიანებს – მისსავე ქმნილებებს. მე გულწრფელად მწამს, რომ ის არსებობს. მას შეუძლია გარდაქმნას თავისი ქმნილება ტანჯვის გზით, რომელიც ცოდნის გზაცაა. მაგრამ არა სამარადისო განწირვით!”

shop_product_image_1023მარი მეტრაიე 1901 წელს დაიბადა შვეიცარიის მთებში. ის არც მწერალი გახლდათ, არც მსახიობი… მისი ცხოვრება თითქოს საინტერესო სულაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ რომ მარი ქალი იყო, ძალიან ძლიერი ქალი…

სწორედ მარის განსაკუთრებულობის გამო გადაწყვიტა მარი-მაგდელენ ბრუმანმა მისი მონაყოლის ჩაწერა და შემოგვინახა კელტური ლეგენდები, მეტრაიეთა ოჯახისა და გარშემომყოფთა ამბები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარი – ქალი, რომელმაც შეძლო შეუძლებელი. მან გადალახა ყველა წინააღმდეგობა და სამშობლოს დატოვების გარეშე მიაღწია თავის წილ პატარა წარმატებას. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან მარი არ ჰგავდა სხვებს – ის მცენარეებსა და ფერიებს ესაუბრებოდა, არ იყო გამოკეტილი საზოგადოებრივ და რელიგიურ ჩარჩოებში… ის თავისუფალი გახლდათ! More

მივაგოთ პატივი კატალონიას!

ჯორჯ ორუელი თუ არ წაგიკითხავთ, ალბათ ყურმოკვრით მაინც იცნობთ. “1984” და “ცხოველების ფერმა” დამსახურებულად ითვლება მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმობებად. “პატივი კატალონიას” მათ არაფრით ჰგავს (ჟანრიც კი სულ სხვაა), თუმცა არანაკლებ აქტუალური და ოსტატურად დაწერილი წიგნია… და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველიც… პირადად მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ესპანეთის რევოლუციის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. ფრანკოს სახელი, რა თქმა უნდა, მსმენოდა, მაგრამ რადგან საბჭოთა წყაროებს არ ვენდობოდი, ამ თემაში ჩაღრმავება არც მიცდია… More