სელიმ-ფაშას პროცესი

წინათ თურმე სასამართლო პროცესები მხოლოდ სპეციალურ დაწესებულებებში არ იმართებოდა. ამისთვის კლუბებსა და თეატრებსაც იყენებდნენ (ზოგჯერ სახლებსაც) და თითქოს სრულიად შეუფერებელ ადგილებში ასამართლებდნენ ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიულ პირებს… დათო ტურაშვილმაც ასეთი პროცესი მოაწყო და სასამართლოს წინაშე წარსდგა სელიმ-ფაშა. More

Advertisements

სტუმრად სხვა ამსტერდამში

DSC01194ალბათ ამსტერდამის შესახებ ბევრი გსმენიათ (იქნებ საკუთარი თვალითაც კი გინახავთ ეს ქალაქი), თუმცა გამოცდილ მკითხველებს კარგად მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ლიტერატურულ საქართველოში დათო ტურაშვილზე უკეთეს გიდობას ვერავინ გაგიწევთ. სწორედ მას უნდა მიმართოთ, თუ ნამდვილი ამსტერდამის ნახვა გსურთ და თუ ასე მოიქცევით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსავით თქვენც აღმოაჩენთ თქვენს სხვა ამსტერდამს. More

მეცამეტე

დათო ტურაშვილი ის მწერალია, ყველა ამბავს გემრიელად რომ გვიამბობს ხოლმე (აკასი არ იყოს) – ზოგჯერ წიგნის ფურცლებიდან, ზოგჯერ კი ვერბალურად. რაზეც უნდა წერდეს (საუბრობდეს) – თვითმფრინავის ბიჭებზე, დავით აღმაშენებელზე, ტიბეტზე, ამერიკულ თავგადასავლებზე, გურჯ ხათუნზე, მეძავებზე, ჩაძირულ ქალაქზე, ფეხბურთზე, ეროვნულ მოძრაობასა თუ ემიგრაციაზე – მაინც დიდებულად გამოსდის. მის ძველ კრებულ “მეცამეტეს” თუ გადაშლით, ამაში აუცილებლად დარწმუნდებით, უეჭველად მიხვდებით, რომ დათოს შეუძლია ერთნაირად წეროს ირლანდიელ ტერორისტზე, რუს ჯარისკაცზე, ვეფხისტყაოსანზე, აგვისტოს ომზე, კურტ ვონეგუტზე, დიდგორის ბრძოლაზე, კალაბრიელ მწერალზე, ესპანელებსა და კორიდაზე, ნილ არმსტრონგზე, კოსმონავტ ძაღლებზე, ეტგარ კერეტზე, სამშობლოში ხეტიალზე, სიკვდილის სუნზე, ზღვაზე, კატმანდუზე, მიხალკოვის “ტრადიციულ” გამოხტომაზე, ვისოცკისა და ლამას დიალოგზე, ფრანკოს “უკანასკნელ ტანგოზე”, ირაკლი ჩარკვიანზე, მსოფლიოს მერვე საოცრებაზე, რომელიც ჩვენს მეზობლადაა, კოლომბიაზე, კუბელებზე, ჰემინგუეის საყვარელ კაფეზე, რუსი იმპერატორის სილამაზით მოხიბლულ პოლონელ ქალზე, მარკესის მოსწრებულ ნათქვამზე, ისტორიულ სახლზე კარდენახში, ჯეკ კერუაკზე, ჯო ზავინულისა და ჯო კოკერის ფანებზე, “უცნაურ” განათლებასა და “განათლებულ” ქართველებზე, პანკისზე, აწყურზე, თელავზე, მთათუშეთსა და ქიზიყზე, ძალიან ლამაზ გოგოზე, სოკოს მოყვარულ რუს გენერალზე, სტალინის ვიზიტზე ნაძალადევში, ტეტჩერსა და ელცინზე, ცხოველთა მეფეზე, იმერულ “მარკეტინგსა” და ანა-მარიაზე… ადვილი არ არის, მოკლედ წერო ყველაფერზე და თან კარგად გამოგივიდეს… კარგი მწერლობაც ესაა, არა? More

ორი ფესტივალი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 More

დავითი – მეფე ტყეთა

 “დაკარგული და წართმეული თვითონ უნდა დაიბრუნო – სხვა ვერ მოგცემს იმას, რაც შენია“.

“შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა” – ასე სწერდნენ სელჩუკები დავით IV-ს, რომელმაც მემკვიდრეობით მხოლოდ ტყეები მიიღო. რა მოხდა შემდეგ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუმცა მემატიანის მიერ აღწერილი დავითი სხვაა (დათოს დავითმა ხომ უთხრა კიდეც ჟამთააღმწერელს, ჩემი გულისას არაფერს წერო…), კონსტანტინეს დავითი – სხვა, დათოს დავითი კი – კიდევ სხვა.

დათოს თუ ენდობით და მასთან ერთად დაადგებით წარსულის გზას, სულ სხვანაირ დავითს გაიცნობთ. ისტორია მის მეგობრებზეც ხომ სდუმს. არადა მუდამ მხიარული შულია, დაუნდობელი მინდობაი, ერთგული ბივრიტელი, მსუქანი გორდო, ჩვენი ჰისპანიელი ნათესავი – ღიშპანელი და მისი მეგობარი მაისა, მებრძოლი ქვრივი საბედო და სხვანი იმდენად საინტერესონი არიან, რომ მათ გარეშე მეფე ვერც წარმომიდგენია (შეიძლება ისინი არც არსებობდნენ, მაგრამ მათი მსგავსი ადამიანები ნამდვილად გვერდით ეყოლებოდა დავითს)… მათთან ერთად განვლო მან გზა ტყეებიდან დიდგორამდე, დამწვარი მონასტრიდან – გელათამდე, გასუქებული მღვდელთმსახურებისგან – რუის-ურბნისამდე, მთებიდან – თბილისამდე. მათთან ერთად დასაჯა მოღალატენი, დალია იმ ქართველთა სადღეგრძელო, მტერთან პური რომ არ უჭამიათ, მათთან ერთად აიღო თავის თავზე ის ცოდვები, რომლის გარეშეც აღმაშენებლობა არც გამოუვიდოდა (ამბობენ, ამ წიგნში დავითის სიძლიერე კარგად არ ჩანსო. მე კი მგონია, რომ სწორედ ამაშია მისი ძალა – სამშობლოსთვის სულის გაწირვაში)… ბოლოს კი სულ მარტო გაუყვა გზას მონასტრისკენ, რათა უხმლოდ შებრძოლებოდა უკანასკნელ მტერს – სიკვდილს და ისიც დაემარცხებინა…

P.S. არავინ იცის სად მთავრდება სიმართლე და იწყება ლეგენდა… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – სიყვარულით დაწერილ რომანში მთავარი ხომ მაინც სიყვარულია…

ტიბეტი არ არის შორს…

“ისევე, როგორც თავისუფლება, ტიბეტი არ არის შორს, მიუხედავად იმისა, რომ ჰიმალაების გადაღმაა და ტიბეტის მთები არასოდეს მოვლენ ჩვენთან, ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, როგორც თავისუფლებასთან, რომელსაც არავინ მოგვცემს და თავისუფლება არასოდეს მოვა ჩვენთან, ჩვენ უნდა მივიდეთ.”

წლების წინ დათო ტურაშვილმა და მისმა მეგობრებმა ტიბეტში იმოგზაურეს. წელს (უკვე მესამედ) ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ მათ კვალს გავყოლოდით…

…და აი, უკვე ნეპალში ვართ. ბინძური ქუჩების გავლით ჰიპებით სავსე უბნის – ტამელისკენ – მივემართებით. ამ ძალიან განსხვავებულ (მიუხედავად “საეჭვო” მეფის მმართველობისა) ქვეყანაში მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა (რუსი მარიშაც ხომ გასათვალისწინებელია), თუმცა მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ტიბეტია… More

თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი

902312_368543809920945_284452303_oთბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.

More

იყო და არა იყო რა

DSC00694 დათო ტურაშვილი თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის გამორჩეულად მიყვარს. გულწრფელობა (ლიტერატურაშიც და რეალურ ცხოვრებაშიც) ჩვენში ნაკლებად ფასობს, არადა სწორედ ეს გვჭირდება ხარისხიანი ხელოვნების და გამართული სახელმწიფოს შესაქმნელად (ამ გულწრფელობის ნაკლებობა მგონია იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენი ხელოვნება რუსეთის გარდა ვერსად იმკვიდრებს ადგილს, მაგრამ ეს ცალკე თემაა). სწორედ ეს აქვს დათოს და მისი თითქოს “მარტივი” ნაწარმოებების განსაკუთრებული მიმზიდველობის მიზეზიც ეს არის. More

ლიტერატურული სამყაროს საუკეთესო გიდი

news_1580საქართველოში დათო ტურაშვილს ალბათ ყველა იცნობს. უფროს თაობას ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროიდან ახსოვს, დღეს კი, გარდა იმისა, რომ ბიბლიოფილების უმეტესობის საყვარელი მწერალია, ლიტერატურული სამყაროს საუკეთესო გიდიცაა – ორშაბათობით ტელეეკრანიდან გვეპატიჟება სამოგზაუროდ და ჩვეული გულწრფელობით გვხიბლავს. მისი დახმარებით უკვე რამდენიმე საინტერესო ნაწარმოები აღმოვაჩინე, ან გავიხსენე და ბოლო-ბოლო მისი, როგორც მწერლის, ახლოს გაცნობაც გადავწყვიტე.

ჩემი და დათოს პირველი ნაცნობობა რამდენიმე წლის წინ “ჯინსების თაობით” შედგა. ამ ისტორიის ტყუილ-მართალზე ვერაფერს ვიტყვი (ზედმეტად ბევრი დრო გავიდა სიმართლის დასადგენად), ამიტომ თავიდანვე ისე შევხედე, როგორც მწერლის ფანტაზიის ნაყოფს და საშუალო შეფასებით დავხურე. More

საფეხბურთო ოცნებები

“ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი და თუ ვინმემ ჩემსავით ეს ოცნება ვერ აისრულა, მისი მთავარი მატჩიც არ შედგა და გადამწყვეტი გოლიც ვერ გაიტანა, შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს წიგნიც სწორედ მისთვის დაიწერა”- ფეხბურთელობაზე არ მიოცნებია (უფრო სწორად, ვოცნებობდი, მაგრამ არასერიოზულ ასაკში :)), მაგრამ უკვე ათი წელია ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია და ეს წიგნიც სწორედ ჩემთვის დაიწერა…

მიუხედავად ასაკისა, ქართული ფეხბურთის სიმბოლო ყველასთვის 1981 წლის 13 მაისია. ამ დღეს აწ უკვე 31 წელია იმ იმედით ვხვდებით, რომ მომდევნო წელს კიდევ გვექნება საზეიმო თარიღი, მაგრამ…ჯერჯერობით არც მესხი ჩანს, არც ყიფიანი,…სამაგიეროდ, ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, როგორებიც არიან არშემდგარი ვარსკვლავი უმცროსი მესხი, იუმორით გამორჩეული შოთი და აჩი არველაძეები, თავდაუზოგავი ქეცბაია, უნიჭიერესი ქინქლაძე, მებრძოლი იაშვილი,… გუნდური თამაში არ გვეხერხებაო დათომ და ალბათ მართალიცაა. არც “სანტიაგო ბერნაბეუ” გვაქვს, არც “ატლეტიკის” გულშემატკივრებივით აქტიურად ვქომაგობთ საყვარელ გუნდს, თვით მარადონასაც კი არ ვხვდებით სათანადოდ და კანონის უზენაესობასაც არ ვცნობთ (ამ მხრივ არც იტალიას ულხინს). რომელ კანონზეა ლაპარაკი, როცა ფედერაციის პრეზიდენტის ვინაობას არჩევნები სულაც არ წყვეტს… More