დიდი ბელადის ნამდვილი სახე

268952_10200493614216989_798552186_n

ვაგრძელებთ საუბარს სტალინიზმის ეპოქაზე.

არტურ კესტლერის “დამაბრმავებელი წყვდიადი” მწერლის წარმოსახვის ნაყოფია, თუმცა მთავარ გმირს პროტოტიპებიც ჰყავს (ზინოვიევი, კამენევი და ბუხარინი) და ისტორიაც რეალურია. გისოსებს მიღმა სტალინის პოლიტიკით უკმაყოფილათა გარდა, უამრავი “ორთოდოქსი” მოქალაქეც აღმოჩნდა. ზოგიერთი რუბაშოვივით ჩართულიც კი იყო “საბჭოთა მანქანის” მუშაობაში, თავსაც სწირავდა მისთვის და “შუშისთვალებიანი დიქტატორის” წინააღმდეგაც იბრძოდა, მაგრამ ერთ “მშვენიერ” დღეს გესტაპოს ნაცვლად “პირველის” გამოგზავნილმა “ნკვდ”-მაც მოუკაკუნა და წაიყვანა იქ, საიდანაც ან საერთოდ არ ბრუნდებიან, ან კი ბრუნდებიან, მაგრამ უკვე სხვა ცხოვრებაში… სანამ დაბრუნება-არდაბრუნდების საკითხი გადაწყდებოდა, რუბაშოვს ბევრი დრო ჰქონდა – საკმარისი იმისთვის, რომ ეფიქრა, გაეანალიზებინა საკუთარი და “გამარჯვებული რევოლუციის ქვეყნის” წარსული, გამოსტყდომოდა საკუთარ თავს, რომ შეცდა ან დარჩენილიყო დიდი სოვიეტური მანქანის პატარა ჭანჭიკად… More