როგორ შევქმნათ მტრის ხატი

11253[1]გიყვართ ე.წ. non-fiction? ზოგადად ხელოვნება (მათ შორის ლიტერატურაც), რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია, თუმცა ეს ჟანრი განსაკუთრებით “პრეტენზიული” მგონია. ძნელია მართლაც საინტერესო ნამუშევრის პოვნა. მით უფრო კი – მწერლის, რომელიც თანაბრად კარგად წერს მხატვრულ და არამხატვრულ წიგნებს. პირადად მე ახლა მხოლოდ ორი მახსენდება. მათ შორის არის უმბერტო ეკოც, რომელიც ამ საქმეში ნამდვილი ოსტატია (მეორე ბორის აკუნინია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, “გრიგოლ ჩხარტიშვილის” წიგნების მკითხველისთვის მისაწოდებლად “ბორის აკუნინსაც” იყენებს. ხალხი არამხატვრულ ნაწილს მხატვრულის ხათრით კითხულობს და იმიტომ)… გამონაკლისი არც “მტრის ხატის შექმნაა” – კრებული, რომელიც სრულიად განსხვავებულ თემებს ეხება. მეტი

მოგზაურობა უხილავ ქალაქებში

12227622_919381178146483_6974430078800983352_nმარკო პოლო და ყუბილაი ყაენი… მაშინ, როდესაც ფანჯრის მიღმა წვიმიანი ღამეა, რა უნდა იყოს ამ ორი ადამიანის დიალოგის მოსმენაზე უფრო სასიამოვნო? ამ ყველაფერს კი ხიბლს ილუზია სძენს – ფანტაზია, რომელიც უხილავი ძაფებით რთავს უხილავ ქალაქებს და ქმნის უხილავ გზამკვლევს… მეტი