ჯულიანი, ბორისი და აბო – სამი ამბავი “დიოგენესგან”

ჯულიან ბარნსი ჩვენი ძველი ნაცნობია. მისი “ფლობერის თუთიყუში” ალბათ წაგიკითხავთ ან მასზე გსმენიათ მაინც. “დასასრულის განცდა” კი სულ სხვანაირი წიგნია (ჩემი მოკრძალებული აზრით, უკეთესი). ეს არის ამბავი დროზე, რომელიც სულ იცვლება და ცხოვრებასაც ცვლის. ტონი უებსტერის მსგავსად, შეიძლება გვეგონოს, რომ წარსული აღარასდროს დაბრუნდება და ოდესღაც საუკეთესო მეგობრები ან ყოფილი შეყვარებული სამუდამოდ წავიდნენ, მაგრამ დრო თავისას მაინც გააკეთებს. დასასრულის განცდა მაინც მოვა და ორმოცი წლის შემდეგაც მოახერხებს ყველაფრის თავდაყირა დაყენებას. სიმართლე არ დაიმალება და ერთი უბრალო წერილიდან შოკისმომგვრელი რეალობა “ამოხტება”… More