სტრუგაცკების სამყარო

რამდენ გამოგონილ სამყაროში გიმოგზაურიათ? თუ ლიტერატურა (განსაკუთრებით კი სამეცნიერო ფანტასტიკა/ფენტეზი) გიყვართ, რა თქმა უნდა, უამრავში… ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა მწერალს თავისი განუმეორებელი სამყარო აქვს. მათ შორის არიან არკადი და ბორის სტრუგაცკებიც. დიახ, შეიძლება მათი სივრცე არ არის აზიმოვივით “მეცნიერული” ან ბრედბერის მსგავსად “დახვეწილი”, თუმცა ჩემთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასია. მერე რა, თუ დღეს სსრკ აღარ არსებობს. გარემო სულაც არ შეცვლილა. აქ ორშაბათი ისევ შაბათს იწყება და ღმერთობაც ძველებურად ძნელიადასახლებულ კუნძულზე – პლანეტა სარაკშზე – კვლავაც ცხოვრობენ “ნაცრისფერი” ადამიანები და ჩვენც მაქსიმთან ერთად მათ ცხოვრებას ვადევნებთ თვალს, მათთან ერთად ვიბრძვით და ვმარცხდებით (ასეთ ბრძოლაში ხომ არავინ იმარჯვებს)… მეტი