საბჭოთა დედის რძე

საბჭოთა ისტორიას კარგად ვიცნობ. ეს ის თემაა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინტერესის სფეროა, ამიტომ მუდმივად ვეძებ ინფორმაციას – მათ შორის წიგნებსაც. სულ ვცდილობ, რომ კიდევ და კიდევ აღმოვაჩინო მხატვრული თუ დოკუმენტური წყაროები, რადგან პირადი მონდომების გარეშე ამ საკითხში საფუძვლიანად გარკვევა შეუძლებელია. “ტრადიციული” განათლება თითქოს გვერდს უვლის იმ ეპოქას, თითქოს ცდილობენ, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში “ამოჭრან” მე-20 საუკუნის უდიდესი ნაწილი… ალბათ ამიტომაცაა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, რომლებიც დიდხანს იყვნენ ბოროტების იმპერიის შემადგენლობაში, “არათანაბრად” შეინიშნება საბჭოთა მენტალობისგან გათავისუფლება. მაგალითად, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ “იმ” დროში ცხოვრობს, ბალტიისპირეთის ქვეყნები კი თვალს უსწორებენ ისტორიულ რეალობას. ჩვენ “სადღაც შუაში” ვართ – მოსახლეობის ნაწილში (საბედნიეროდ, მცირე ნაწილში) ჯერ კიდევ ცოცხლობს ნოსტალგია საბჭოთა ოკუპაციის წლების მიმართ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მწერლების კითხვა, როგორიც ნორა იკსტენაა. ის ხომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმოამდგენელია (ჩვენს ქვეყანასაც იცნობს, რადგან ქართველი მეუღლე ჰყავს)… იმ ქვეყნის, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ყოველგვარი უბედურება, რაც საბჭოთა ოკუპაციამ მოგვიტანა… More