მოგზაურობები ფავორიტებთან ერთად

424536_601428736568620_1792744659_n

მილან კუნდერას “გამოსათხოვარი ვალსი” – ერთი შეხედვით ეს ტრივიალური ისტორიაა. კუნდერა გვაცნობს ცოლის “მოყვარულ” მუსიკოს კლიმას და მის ცოლს, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ ტანჯავენ; ვითომდა კლიმასგან ფეხმძიმე რუჟენას, რომელსაც სულ ცხოვრების “ხელიდან გაშვების” ეშინია; რუჟენაზე შეყვარებულ უიმედო ფრანტიშეკს; პოლიტიკაში “ჩაძირულ” იაკუბს, რომელმაც თავის საქმიანობას საუკეთესო წლები გადააყოლა და ეგონა, რომ სიკვდილს ჯიბით დაატარებდა; ოლგას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავად შექმნას საკუთარი ბედნიერება; უცნაურ გინეკოლოგ შკრეტას, რომელმაც უშვილო ქალების დახმარების საკუთარი “მეთოდი” შეიმუშავა; “წმინდან” ბერტლეფს, რომელიც შკრეტას მამობილი უნდა გახდეს… ისინი გამოსათხოვარი ვალსის რიტმს მიჰყვებიან, ტრიალებენ და ჩვენც გვითრევენ მონოტონურ ცეკვაში… კულმინაცია სასიყვარულო ღამეა, რომელიც სამ ოთახში მიმდინარეობს. დილით მათი ცეკვა ნელ-ნელა ვარდება რიტმიდან და ერთგვარ აგონიაში გადადის… აგონიაში, რომელიც ბოლო გვერდზე სრულდება… ეს ვალსი ხომ გამოსათხოვარია…

More