დევიდ ფინჩერი ჩემთვის გამორჩეული რეჟისორია და მისი ახალი ფილმის გამოსვლას ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები. არც “Gone Girl” გახლდათ გამონაკლისი, თუმცა პირველწყაროს წაკითხვაზე არც მიფიქრია – მისი ავტორი ხომ ბევრისთვის უცნობი გილიან ფლინია და არა სტიგ ლარსონი, ჩაკ პალანიკი ან ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი… მაგრამ ბოლო დროს ამ ქალბატონის გვარი ლამის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა – რაღა შორს წავიდეთ და სულ აქვე, მეზობელ ბლოგზე პოსტიც კი მიეძღვნა, რომელსაც “სინემანიაკის” აღფრთოვანებული კომენტარებიც თან დაერთო და ასეთი სანდო რეცენზიების მერე მიდი და ნუ დაინტერესდები 🙂 მეტი
ქალი, რომელიც გაუჩინარდა
27 ოქტ 2014 8 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ბენ აფლეკი, გაუჩინარებული ქალი, გილიან ფლინი, დევიდ ფინჩერი, დეტექტივი, კინო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, როზამუნდ პაიკი
აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი I)
26 აგვისტო 2012 26 Comments
in ამერიკული, გერმანული, კოლუმბიური, ლიტერატურა, ქართული ტეგები:აკა მორჩილაძე, ბაბუაწვერას ღვინო, ბრედ პიტი, ბრედბერი, გადაფრენა მადათოვზე და უკან, გობლინთა ნაკრძალი, დამსვენებელი, დევიდ ფინჩერი, ედვარდ ნორტონი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, ოსტერი, პალანიკი, ჰერმან ჰესე
ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი” – ტრადიციულად, ჯერ წიგნს ვკითხულობ ხოლმე და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას, თუმცა ამჯერად პირიქით მოხდა. დევიდ ფინჩერის ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე და პიტი-ნორტონის წყვილიც დადებითად შევაფასე. ახლა კი ჩაკ პალანიკის ოსტატობის შეფასების დრო დადგა. მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ტაილერ დერდენი – მებრძოლთა კლუბის დამაარსებელი, იმ კლუბის, რომელშიც ბოლომდე არშემდგარი ადამიანები აგრესიას გასაქანს აძლევენ. მათი სისასტიკე უსაზღვროა და სისხლიც თითქოს პირდაპირ ფურცლებიდან მოედინება (ფილმში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფრი თვალნათლივ ჩანს). მათი რწმენით სრულყოფილება და თავისუფლება თვითგანადგურებით, ცივილიზაციის მოსპობით მიიღწევა…თუმცა ამის მიღმა სულ სხვა რამ – უძილობა, დეპრესია და პიროვნების გაორება იმალება… მეტი
მილენიუმის ტრილოგია
26 მარ 2012 23 Comments
in ლიტერატურა, შვედური ტეგები:გოგონა დრაკონის ტატუთი, გოგონა რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა, დევიდ ფინჩერი, დენიელ კრეიგი, კალე ბლუმკვისტი, ლარსონი, ლიზბეთ სალანდერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მილენიუმის ტრილოგია, პეპი, რუნი მარა, ქალთმოძულე კაცები
სტიგ ლარსონის ამ ტრილოგიაზე ახალი რაღა უნდა გითხრათ. მისი პირველი ნაწილი სრულიად ბლოგოსფეროს და თავად ფინჩერის ინტერესის სფეროში მოექცა. მეორე ნაწილი სულ ახლახანს გამოჩნდა ქართული წიგნის მაღაზიების თაროებზე და როგორც ამბობენ, მალე მათ მესამეც შეუერთდება. პირადად მე დიდხანს ვერ მოვიცალე ლარსონის გასაცნობად, მაგრამ რომ გავიცანი, ვეღარ მოვწყდი და ტრილოგია ბოლომდე ჩავიკითხე.
სანამ უშუალოდ მწერლის და ნაწარმოებების დადებით მხარეებსა თუ მინუსებზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ ლარსონმა თავიდანვე დაიმსახურა ჩემი პატივისცემა თავისი ზუსტი მარკეტინგული გათვლით. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ შვედეთში ასტრიდ ლინდგრენი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებაა და პირადად მე ამ ევროპული ქვეყნის არსებობის შესახებ სწორედ ამ გენიოსი (ამ შემთხვევაში არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას) მწერლის დახმარებით შევიტყვე. მსოფლიოში უამრავი ადამიანი ფიქრობს ჩემსავით და შესაბამისად უამრავი ადამიანი დაინტერესდა სტიგ ლარსონის იმ გმირებით, რომლებიც პეპისა და კალეს გაზრდილ “ვერსიებად” მოიაზრებიან. მეტი
ბოლო კომენტარები