გახსოვთ ელჯერნონი? პირადად მე მისმა ამბავმა ისე შემძრა, რომ დღემდე მიჭირს დავიწყება, თუმცა მგონია, რომ არსებობს დენიელ კიზის კიდევ ერთი გმირი, რომელსაც გონებიდან ვერასდროს ამოვშლი. ეს ბილი მილიგანია – რეალურად არსებული ადამიანი, რომელსაც 24 გონება ჰქონდა… მეტი
ბილი მილიგანის 24 სიცოცხლე
05 თებ 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ბილი მილიგანი, ბილი მილიგანის მრავალი გონება, დენიელ კიზი, თინათინ ხომერიკი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფსიქოლოგია, წიგნები ბათუმში
ახალი წელი 2015
30 დეკ 2015 8 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:აიას გზა, ამერიკელები, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დენიელ კიზი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თუთიის ბიჭები, ინტელექტი, კარგი ნიშნები, ლიზა ჯენოვა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პალიტრა L, სვეტლანა ალექსიევიჩი, ტერი პრატჩეტი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ყვავილები ელჯერნონისთვის, ჩერნობილის ლოცვა, წიგნები ბათუმში, ჯერ კიდევ ელისი
ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა… მეტი
ყვავილები ჩარლისთვის
01 მაისი 2015 4 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დენიელ კიზი, თინათინ ხომერიკი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ყვავილები ელჯერნონისთვის, წიგნები ბათუმში
ჩარლი გორდონი დაახლოებით სამი წლის წინ გავიცანი. მაშინ დენიელ კიზმა მასზე ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ ძალიან მოკლედ, მაგრამ საოცრად ემოციურად მიამბო… იმდენად, რომ ეს განცდა დღემდე არ მავიწყდება…
ნაწარმოების ვრცელი ვერსია ბევრად უფრო შთამბეჭდავია. ჩარლი აქაც, ისევე როგორც მოთხრობაში, გონებასუსტია (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ…) და ოპერაციამ ჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანად უნდა აქციოს. წინასწარ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ოპერაციის შედეგი, მაგრამ ჩარლის გონებრივი პროგრესი თვალნათლივ ჩანს მის ჩანაწერებში. ის უფრო და უფრო ნაკლებ გრამატიკულ შეცდომას უშვებს და მეტს აზროვნებს. საწყისს ეტაპზე ყველაფერი ძველებურადაა. ის კვლავ წარუმატებლად ეჯიბრება თაგვ ელჯერნონს, რომელმაც უკვე გაიარა ინტელექტის ხელოვნურად გაუმჯობესების ოპერაცია. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ხვდება, რომ ადამიანები არც ისე კეთილები არიან, როგორც მას ჰგონია და ე.წ. მეგობრები მხოლოდ დასცინიან… და მარტო რჩება, უფრო სწორად, მანამდეც მარტო იყო, როგორც მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უმეტესობა… მეტი
“ყვავილები ელჯერნონისთვის”
12 მარ 2012 16 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დენიელ კიზი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ყვავილები ელჯერნონისთვის
შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების (ეს განსაზღვრება არ მიყვარს, მაგრამ ოფიციალურად მათ სწორედ ასე უწოდებენ) პრობლემებზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ზოგჯერ სინამდვილეს ლიტერატურაში უფრო ვხედავთ. ხშირად რეალურად ასეთ თემებს ძალიან ზედაპირულად უყურებენ. ბოლოს ამ საკითხს ერთ-ერთ ჩემთვის საინტერესო ლიტერატურულ ბლოგზე გადავაწყდი და გადავწყვიტე გავცნობოდი დენიელ კიზის “ყვავილებს ელჯერნონისთვის”.
ეს არის მოთხრობა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, მაგრამ მიუხედავად მცირე მოცულობისა,საოცრად ემოციურია. საქმე გვაქვს ექსპერიმენტთან, რომელმაც გონებასუსტი ჩარლი ჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანად უნდა აქციოს. წინასწარ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ოპერაციის შედეგი, მაგრამ ჩარლის გონებრივი პროგრესი თვალნათლივ ჩანს მის ჩანაწერებში. ის უფრო და უფრო ნაკლებ გრამატიკულ შეცდომას უშვებს და მეტს აზროვნებს. საწყისს ეტაპზე ყველაფერი ძველებურადაა. ის კვლავ წარუმატებლად ეჯიბრება თაგვ ელჯერნონს, რომელმაც უკვე გაიარა ინტელექტის ხელოვნურად გაუმჯობესების ოპერაცია. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ხვდება, რომ ადამიანები არც ისე კეთილები არიან, როგორც მას ჰგონია და ე.წ. მეგობრები მხოლოდ დასცინიან… და მარტო რჩება, უფრო სწორად, მანამდეც მარტო იყო, როგორც მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უმეტესობა… მეტი
ბოლო კომენტარები