გიყვართ დეტექტივები? ვერ გეტყვით, რომ ამ ჟანრში პროფესიონალი ვარ, თუმცა მეტ-ნაკლებად ვიცნობ. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებით არტურ კონან დოილსა და აგათა კრისტის ვაფასებ და მათი “ბასკერვილების ძაღლი” და “მკვლელობა აღმოსავლეთის ექპრესში” მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივებად მიმაჩნია. რატომ? ახლავე გეტყვით. მეტი
მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი
18 ოქტ 2019 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:აგათა კრისტი, არტურ კონან დოილი, ბასკერვილების ძაღლი, დეტექტივი, ერკიულ პუარო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში, შერლოკ ჰოლმსი
მის მარპლი პადინგტონის სადგურზე
22 მაისი 2017 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:აგათა კრისტი, დეტექტივი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მის მარპლი, პადინგტონის სადგური 4:50, პალიტრა L, ჩემი რჩეული მსოფლიო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პადინგტონის სადგურზე! ფიქრობთ, რომ წინ ჩვეულებრივი მგზავრობა გელით? ნურას უკაცრავად! თქვენ ხომ მოხუც ქალბატონთან ერთად იმგზავრებთ და მკვლელობას საკუთარი თვალით ნახავთ… თუმცა შეიძლება ყველაფერი აქ დასრულებულიყო, რომ არა ერთი ფაქტი – ზემოთხსენებული ქალბატონი მის მარპლის მეგობარი გახლავთ! მეტი
შიშის ველზე შერლოკთან ერთად
29 ივნ 2015 9 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:არტურ კონან დოილი, დეტექტივი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია კილაძე, შერლოკ ჰოლმსი, შიშის ველი, ochobooks
წლებია შერლოკ ჰოლმსს, როგორც არტურ კონან დოილის გმირს, აღარ შევხვედრივარ (უფრო ზუსტად, 14 წელია). მეგონა, რომ მისი თავგადასავლები სრულად წავიკითხე, მაგრამ, როგორც გამოძიებამ მიჩვენა, ვცდებოდი. ჩემს რუსულენოვან კრებულში “შიშის ველი” და “შერლოკ ჰოლმსის არქივის” ექვსი მოთხრობა გამოუტოვებიათ. მე კი, როგორც შერლოკის თავგადაკლული გულშემატკივარი, მათ უყურადღებოდ დატოვებას ვერ დავუშვებდი… და სასწრაფოდ შიშის ველზე გავემგზავრე (არქივს მოგვიანებით მივხედავ). მეტი
სისხლივით წითელი
27 თებ 2015 5 Comments
in ლიტერატურა, ფინური ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დეტექტივი, ლიზბეთ სალანდერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლუმიკი ანდერსონი, სალა სიმუკა, სისხლივით წითელი
გახსოვთ ლიზბეთ სალანდერი? თუმცა რას გეკითხებით. რა თქმა უნდა, გახსოვთ. ამ ფრიად ორიგინალურ (ჩემთვის ძალიან საყვარელ და მონატრებულ) “დეტექტივს” რა დაგავიწყებდათ. ჰოდა, ახლა ლუმიკი ანდერსონი მინდა გაგაცნოთ, რომელიც ძალიან ჰგავს ლიზბეთს (აკი თავადვე ამბობს მისი შვილი ვარო… აი, პუაროს “მამობას” კი მომკალით და ვერ ვიჯერებ).
ფინელი ლუმიკი (მისი სახელი რომ ვთარგმნოთ, ფიფქიას მივიღებთ) ლიზბეთივით ჩვეულებრივი გოგოა არაჩვეულებრივად მძიმე წარსულით (თუმცა სალა სიმუკამ სტიგ ლარსონზე მეტად დაინდო თავისი გმირი). თუმცა იმ 29 თებერვლისთვის, როდესაც თხრობა იწყება, მისი ცხოვრება ასე თუ ისე სტაბილურია… სანამ შემთხვევით სკოლის ფოტოლაბორატორიაში არ შეაბიჯებს და სისხლიან ევროებს არ აღმოაჩენს (ბედი არ გინდა)… თითქოს ეს არ ეყოფოდა და ცხოვრებაში პირველად (უფრო სწორად კი მეორედ) “გამოვა” საკუთარი მარტოობიდან, მისთვის საძულველი თვისებების “თაიგულით შემკული” ელისას, ტუუკასა და კასპერის დაცვას მოინდომებს და მერე იწყება რაც იწყება – გიჟური სირბილი სიცოცხლის გადასარჩენად, ტყვიების ზუზუნი ზურგს უკან, გამოძიება და დამაგვირგვინებელი აკორდი – სისხლიანი წვეულება “თეთრი დათვის” ბუნაგში… გაექცევა ლუმიკი ამ ყველაფერს? მაფიას ხომ გრძელი ხელები აქვს… იქნებ მიწვდნენ კიდეც ან ვერ შეღებონ მისი სისხლით თოვლი… პასუხი თავად უნდა იპოვოთ! მეტი
ქალი, რომელიც გაუჩინარდა
27 ოქტ 2014 8 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ბენ აფლეკი, გაუჩინარებული ქალი, გილიან ფლინი, დევიდ ფინჩერი, დეტექტივი, კინო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, როზამუნდ პაიკი
დევიდ ფინჩერი ჩემთვის გამორჩეული რეჟისორია და მისი ახალი ფილმის გამოსვლას ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები. არც “Gone Girl” გახლდათ გამონაკლისი, თუმცა პირველწყაროს წაკითხვაზე არც მიფიქრია – მისი ავტორი ხომ ბევრისთვის უცნობი გილიან ფლინია და არა სტიგ ლარსონი, ჩაკ პალანიკი ან ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი… მაგრამ ბოლო დროს ამ ქალბატონის გვარი ლამის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა – რაღა შორს წავიდეთ და სულ აქვე, მეზობელ ბლოგზე პოსტიც კი მიეძღვნა, რომელსაც “სინემანიაკის” აღფრთოვანებული კომენტარებიც თან დაერთო და ასეთი სანდო რეცენზიების მერე მიდი და ნუ დაინტერესდები 🙂 მეტი
ბოლო კომენტარები