ქართველი ქალების ციცაბო მარშრუტი

ბოლო დროს საბჭოთა წარსულზე ხშირად საუბრობენ, თუმცა მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მისტირიან იმ დროს… მათი უმეტესობა ისეთ ასაკშია, რომ ერთი გამართლება მოეძებნებათ – იქნებ წითელ დიქტატურას კი არა, საკუთარ ახალგაზრდობას უცქერენ ნოსტალგიით აღსავსე მზერით? მაგრამ არის კი ეს საკმარისი? და ახალგაზრდების შემთხვევაში? არა! არ არსებობს მიზეზი, რომელიც 70-წლიან სისხლიან პერიოდს დადებითად წარმოაჩენს… ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ გადახედავთ ქართველი ქალების ციცაბო მარშრუტს… მეტი

ბედნიერი ერი

34523372აკუნინ-ჩხარტიშვილის წიგნებზე ხშირად ვსაუბრობთ. ამ ორი “ადამიანის” ტანდემი განსაკუთრებით “გემრიელია” და იმიტომ. მხატვრული და დოკუმენტური პროზის ნაზავს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, მით უფრო, თუ ძველ ნაცნობ გმირებს ვხვდებით. მეტი

სტალინური კულტура

“აუცილებელი” წიგნები რომ არ არსებობს, ამ მოსაზრებას ვეთანხმები და მეტიც – ყოველთვის აქტიურად ვიცავ, თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი – საბჭოთა ისტორიის თემაზე დაწერილი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოებები! მართალია, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ დაიპყრეს და ის ყოველთვის ახერხებდა გათავისუფლებას, თუმცა საბჭოთა ოკუპაცია მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ყველაზე მძიმე რამ – მენტალური გადაგვარება – დაგვიტოვა მემკვიდრეობით. სწორედ ამიტომ აუცილებელია ოკუპაციის წლების გაანალიზება (პირველ რიგში – ლიტერატურის “გავლით”) და სათანადო დასკვნების გამოტანა. მერე რა, თუ სახელმძღვანელოებში თითქოს ამოგლეჯილია ისტორიის ეს ნაწილი და ავტორები მხოლოდ გაკვრით ეხებიან ერეკლე II-ის მეფობის შემდგომ ამბებს… ჩვენ ხომ შეგვიძლია, რომ სანამ ამ საქმით დაკავებული ადამიანები საბჭოთა ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას გააცნობიერებენ (იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ეს აუცილებლად მოხდება), დამოუკიდებლად გამოვიკვლიოთ ეს საკითხი. მეტი

არბატის შვილები

p1773005მოსკოვი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები. ახალგაზრდების ჯგუფი ცხოვრებას იწყებდა. ისინი “არბატის შვილები” იყვნენ და ისეთივე უღრუბლო მომავალს ელოდნენ, როგორი ბავშვობაც ჰქონდათ. საშა, ვარია, ნინა, მაქსი, იურა, ლენა, ვადიმი და ვიკა ახალი 1934 წლის დადგომას ერთად შეხვდნენ და არც კი იცოდნენ, რომ ეს წელი მათთვის და მთელი საბჭოთა კავშირისთვის გადამწყვეტი გახლდათ – სტალინმა (რომელიც რიბაკოვმა აკსიონოვის მსგავსად ჩვეულებრივ პერსონაჟად აქცია) ამ წელს გადაწყვიტა საკუთარი პოზიციების უკიდურესად გამყარება და ეს პროცესი კიროვის მკვლელობით დაიწყო. თუმცა არბატის შვილების გზები უფრო ადრე გაიყო – საშას მშვიდი ცხოვრება სულელურ კედლის გაზეთს შეეწირა და ის დროზე ადრე გაუყენეს ციმბირის გზას… მეტი

11 წელი ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრებიდან

Solzhenitsyn_Gulag_Photoცოტა ხნის წინ სოვიეტიზმის ეპოქის შესახებ ვისაუბრეთ. საბჭოთა კავშირის საუკეთესო აღწერა ალბათ ალექსანდრ სოლჟენიცინს ეკუთვნის. მის ცხოვრებას თუ გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით (სიცოცხლის ბოლო წლებში მისი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ალბათ ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ). მის “ივან დენისოვიჩის ერთ დღეზე” უკვე მოგიყევით. ახლა კიდევ სამი ნაწარმოები მინდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ.

“კიბოს კორპუსი” ძალიან მძიმე (ამასთანავე ოპტიმისტურიც) წიგნია და ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრების იმ მონაკვეთზე მოგვითხრობს, რომელიც მან ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაატარა. თუმცა ეს ცალსახად ბიოგრაფია არ არის. მთავარი გმირები ავტორმა შექმნა (ალბათ პროტოტიპები ჰყავდა) და თითოეული მათგანი საბჭოთა დროს მოარგო – მაგალითად, ოლეგ კოსტოგლოტოვი რეპრესირებული და ნაომარი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერ ეგუება რეჟიმს. სამაგიეროდ პაველ რუსანოვი გრძნობს თავს ბედნიერად (კიბოს თუ არ ჩავთვლით) და სულაც არ განიცდის, რომ სტალინური ტერორის დროს უამრავი ადამიანი დაასმინა. სხვებიც (მათ შორის ექიმებიც) ებრძვიან სიკვდილს, საკუთარ წარსულს (ყველა რუსანოვივით ვერ “აძინებს” სინდისს), მარცხდებიან და იმარჯვებენ, მაგრამ მაინც არ იცვლებიან – ადამიანები ადამიანებად რჩებიან,  სისტემის მონები კი – მონებად. მეტი

სისხლიანი “სამოთხე”

936476_10200962685063467_342119170_nცოტა ხნის წინ საბჭოთა ეპოქისადმი მიძღვნილი წიგნების შესახებ ვისაუბრეთ. დღეს ამავე თემას ვაგრძელებთ.

ბრიტანელი მეცნიერი რობერტ კონკვესტი  სტალინიზმის ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო მკვლევარად ითვლება. მის “დიდ ტერორს” მთელს მსოფლიოში ეცნობიან, რადგან ეს ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველი ნაშრომია. უშუალოდ დიდი ტერორის წლებამდე ავტორი მოკლედ მიმოიხილავს იმ წლებს, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და რომლებმაც დიდწილად განაპირობა ასეთი მასშტაბური რეპრესიები (აქვე ნახავთ წამყვან პოლიტიკოსთა მოკლე დახასიათებებსაც). შემდეგ კი უშუალოდ ტერორის თემას ეხება და გვიამბობს გახმაურებული პოლიტიკური პროცესების, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლების განადგურების, საბჭოთა გულაგებისა და “ნკვდ-ს” მეთოდების, სტალინის მემკვიდრეობის შესახებ. ეს ყველაფერი წყაროების მითითებითაა აღწერილი. ასე რომ, კონკვესტს შეგიძლიათ ენდოთ. მეტი