წმენდა

4სოფი ოკსანენის წიგნზე “როცა მტრედები გაუჩინარდნენ” რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ. მაშინვე აღვნიშნე, რომ უახლოეს მომავალში “წმენდასაც” შევიძენდი (ქინდლ-ვერსიას ვერსად მივაგენი), თუმცა საწყის ეტაპზე ძებნა უშედეგო აღმოჩნდა. შემდეგ, სიმართლე გითხრათ, წიგნი უბრალოდ გადამავიწყდა… და აი ახლა, სრულიად მოულოდნელად ონლაინ-ბიბლიოთეკაში ხეტიალისას რუსულ თარგმანს გადავაწყდი, ყველა “სამოგზაურო” გეგმა გვერდით გადავდე და “გზას გავუდექი” (მოდით და ნუ დაიჯერებთ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს)… More

როცა მტრედები გაუჩინარდნენ

ესტონეთი, ერთდროულად 40-იანი და 60-იანი წლები. ესტონელები დიდი სიხარულით ელოდნენ ნაცისტური გერმანიის ჯარების შემოსვლას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებულიყვნენ წითელი ოკუპანტებისგან… შემდეგ უკვე საბჭოელებმა “გადაიბარეს” ნატანჯი ესტონეთი… თხრობა პარალელურად მიდის, რაც დამატებით ინტერესს სძენს ამბავს…

“40-იანების ნაწილში” ესტონეთი ნაცისტების ხელში გადავიდა, თუმცა ნანატრი ბედნიერი ეპოქა არ დამდგარა. მათი მოსვლის შემდეგ მტრედებიც გაუჩინარდნენ (რატომ, თავად ნახეთ), იმედგაცრუებული ადამიანებიც და ზოგიერთი ესტონელის ღირსებაც… მოღალატე ედგარი უცებ “გარდაიქმნა” არიული რასის “სუფთა” წარმომადგენლად, როლანდმა კი ბრძოლა განაგრძო… More