წაგიკითხავთ ოვიდიუსის “მეტამორფოზები”? კი? არა? პასუხს გადამწყევტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტოფ რანსმაირი მაინც შეგახედებთ ამ სამყაროში და გიჩვენებთ სულ სხვა მეტაფორმოზას. აქ თავად ოვიდიუსი იცვლება და არა მხოლოდ ის… აქ იცვლება მთელი სამყარო – ოვიდიუსის საძებნელად შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში ჩამოსული მაქსიმუს კოტა, უცნაურ დროსა და ადგილას გამოჩენილი მითიური გმირები, თითოეული პერსონაჟი (ყველა მათგანი ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი)… იცვლება ყველა და ყველაფერი, თუმცა უკანასკნელი სამყარო ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან განუსაზღვრელ მომავალში… ყოველთვის არსებობენ ავგუსტუსის მსგავსი მმართველები, ოვიდიუსის მსგავსი კერპები, რომლებიც ერთ წუთში იქცევიან არარაობად, რადგან არც ისინი იცვლებიან ოდესმე, ვინც ჯერ ეთაყვანება საყოველთაო რჩეულს, შემდეგ კი, როდესაც “ზემოდან” აღარ სწყალობენ, ზურგს აქცევს მას… ასეთია სამყარო, რომელიც მუდამ განიცდის მეტამორფოზას, მაგრამ თან უცვლელიც რჩება… მეტი
სამყაროს მეტამორფოზა
08 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, უკანასკნელი სამყარო, ქრისტოფ რანსმაირი
ალმა
05 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალმა, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება, რათა გადაშენებული ფრინველის – “დოდოს” და საკუთარი წინაპრების კვალს მიაგნოს… დოდო ფელსენი მავრიკიდან პარიზში მიდის პირველ რიგში საკუთრი თავის პოვნის მიზნით… ისინი გეოგრაფიულად ცდებიან ეთმანეთს, თუმცა ლე კლეზიო მაინც ახერხებს მათი და ჩვენი ცხოვრების გზების გადაკვეთას ერთ წერტილში – ეს არის ალმა! აქ დასახლდნენ პირველი ფელსენები და აქვე დასრულდა მათი ყოფა კუნძულზე – დარჩა მხოლოდ ავადმყოფი დოდო და შემდეგ ისიც გაქრა საფრანგეთის მაწანწალათა შორის… სამაგიეროდ არ გამქრალა მავრიკი და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ… წიგნის ფურცლებზე შემორჩნენ კრისტალი, ადიტი და სხვები… იმიტომ, რომ სწორედ ისინი არიან ამ წიგნის მთვარი გმირები – ალმა, მავრიკი და ისინი, ვინც ამ ცის ქვეშ არსებობს და მეხსიერებას ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს წყალობით შემორჩება, თუნდაც ფიზიკურად დოდოსავით გადაშენდეს… მეტი
იუკიო მიშიმას აღსარება
28 მარ 2019 დატოვე კომენტარი
in იაპონური, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, იუკიო მიშიმა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნიღბის აღსარება
გაიცანით – ეს კიმია! ის ნიღბის მიღმა ცხოვრობს და აღსარებას გვაბარებს! ის იუკიო მიშიმაა (აკი მწერლის ნამდვილი სახელი კიმიტაკე ჰირაოკაა) და საკუთარ სულს აშიშვლებს! თუ მწერლის ბიოგრაფიას იცნობთ, საფუძვლიანი ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ ეს სწორედ ასეა – მიშიმა “ნიღბის აღსარებაში” საკუთარ განცდებზე გვიამბობს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ნიღაბი უკეთია და ბოლომდე არ იშორებს მას (წიგნის ბოლოს ამაში დარწმუნდებით… ზოგადად მიშიმას ცხოვრებას თუ დააკვირდებით, მაშინაც)… ნიღბის უკანა მხრიდან ისმის ხმა, რომელიც გვიყვება იმაზე, თუ როგორ ყალიბდება კიმი, როგორ აღმოაჩენს საკუთარ თავში ჰომოსექსუალურ და სადომაზოხისტურ მიდრეკილებებს, როგორ ებრძვის ამას და როგორ ირგებს ნიღაბს, რომელიც მას “ნორმალურ იერს” ანიჭებს… მაგრამ აქვს კი ამას აზრი? დიახ, საზოგადოებას ის “ჩვეულებრივი” ჰგონია (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშიმა 1925 წელს იაპონიაში დაიბადა, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი “განსხვავებულობა” უკვე იყო დანაშაული), მაგრამ ოდესმე ხომ მაინც დგება დრო, როდესაც ის მარტო რჩება? და მაშინ? რამდენად შეიძლება მთელი ცხოვრების გატარება ნიღბის მიღმა? არ ვიცი… ეს თავად კიმს ჰკითხეთ… და პირველ რიგში, საკუთარ თავს… ალბათ ამიტომაც დაწერა იუკიო მიშიმამ ეს წიგნი… იმ კითხვის დასასმელად, რომელზეც ყველას თავისი პასუხი აქვს… მეტი
ქვის ანგელოზი მენავაკიდან
22 თებ 2019 დატოვე კომენტარი
in კანადური, ლიტერატურა ტეგები:გია ჭუმბურიძე, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ზაზა ჭილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარგარეტ ლორენსი, ქვის ანგელოზი
გიფიქრიათ სიბერეზე? ალბათ ეს ფიქრი ზოგჯერ მაინც ყველას გაგვიელვებს, თუმცა რეალურად ვერ აღვიქვამთ იმ დროს, რომელიც ჯერჯერობით შორეულ მომავალს ეკუთვნის… მაგრამ თუ მაინც “გვესტუმრება” აზრი მოხუცებულობაზე, ხშირად ვფიქრობთ, რომ მოხუცთა თავშესაფარი სულაც არაა ცუდი “გამოსავალი”. იქ ხომ კომფორტულად ვიქნებით, თანატოლებთან ვიმეგობრებთ, ოჯახის წევრებს ვუმასპინძლებთ და ირგვლივ ბევრი მზრუნველი ადამიანი გვეყოლება… ასე ვფიქრობთ ჩვენ – ახალგაზრდები… და როგორია სინამდვილეში სიბერე? ამას შესანიშნავად აღწერს ჰეიგარი – ქალი, რომელიც მენავაკაში გაიზარდა და ახლა 90 წლისაა. სწორედ ამ ასაკში, როდესაც ნელ-ნელა სრულიად უმწეო ხდება, ის მიგვიძღვის საკუთარ წარსულში, ჩვენთან ერთად აანალიზებს შეცდომებს (რომლებიც უამრავი ჰქონდა და რომლებმაც განსაზღვრა მისი ცხოვრება) და თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სიბერე აუცილებლად მოვა… მას ვერავინ გაექცევა (აკი დიდხანს სიცოცხლეა ის, რასაც ერთმანეთს და საკუთარ თავს ვუსურვებთ). ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ღირსეულად მივიდეთ სიბერემდე, საკუთარი ხელით არ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც გვიყვარს… მხოლოდ ამას თუ გავაკეთებთ და მშვიდად გადავალთ იმ სამყაროში, რომელშიც ქვის ანგელოზი “გაგვაცილებს”… მეტი
მკვდარი სულები გუშინ და დღეს
16 მარ 2018 3 Comments
in ლიტერატურა, რუსული, უკრაინული ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მკვდარი სულები, ნიკოლაი გოგოლი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მე-19 საუკუნის რუსეთში! ფიქრობთ, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა? სულაც არა! რუსეთი ზუსტად ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო – კორუფციასა და სიყალბეში ჩაძირული ქვეყანა, რომელსაც “ყველამ გზა უნდა დაუთმოს”. კარგად თუ “მოჩხრეკთ”, ჩიჩიკოვებსაც უხვად იპოვით – “მკვდარ სულებზე” მონადირე “საქმოსნებს”, რომლებსაც ყველა სიხარულით იღებს. რეალურად ხომ სწორედ მასპინძლები არიან მკვდარი სულები და არა ბოლო აღწერის შემდეგ იმქვეყნად წასული გლეხები… მემამულეები ნამდვილად არ არიან “ცოცხლები” (სხვა რომ არაფერი, მხოლოდ მათი მოწყობილი წვეულებები რად ღირს)… არც ჩინოვნიკები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე… და კიდევ ჩიჩიკოვია უარყოფითი პერსონაჟი? ვინ იცის რას იზამდა ის მეორე და მესამე ტომში (გოგოლს მათი დასრულება რომ მოესწრო… იმასაც ამბობენ, რომ ნიკოლაი ვასილევიჩმა “ღვთაებრივი კომედიის” მსგავსად ჯოჯოხეთით დაიწყო და განსაწმენდელისა და სამოთხის შექმნას გეგმავდა)… რუსეთის საზოგადოებას კი აგერ უკვე საუკუნეზე მეტია არაფერი ეშველა… ისევ მკვდარი სულებითაა დასახლებული და ისევ ითხოვს “სივრცეს მოქმედებისთვის”… მეტი
მე, კლავდიუსი
09 მარ 2018 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე კლავდიუსი
„მე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუს და ა.შ. და ა.შ. (ყველა ჩემი წოდების ჩამოთვლითაც არ შეგაწყენთ თავს), ვინაც ერთ დროს და არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ნაცნობ-მეგობრებისა თუ ნათესავების წრეში მოვიხსენიებოდი როგორც „კლავდიუს ჩლუნგი“ თუ „ის ჩემის კლავდიუსი“, „კლავდიუს ბლუ“, „კლა-კლა-კლავდიუსი“, ანდა, მთლად უკეთეს შემთხვევაში – „საწყალი ძია კლავდიუსი“, დღევანდელ დღეს საკუთარი, ერთობ უცნაური ცხოვრების წერად ვჯდები“… ასე იწყება რობერტ გრეივზის “მე, კლავდიუსი” და სათაურთან ერთად ისე წარმოაჩენს წიგნს, რომ იმთავითვე ერთი აზრი გაგიელვებთ – მისტერ რობერტს რომის იმპერატორის – კლავდიუსის – ცხოვრების ამბის თხრობა განუზრახავს… თუმცა თუ ყურადღებით განაგრძობთ კითხვას, მალევე მიხვდებით, რომ ასე არ არის. ერთი შეხედვით კლავდიუსის ავტობიოგრაფიად ჩაფიქრებული წიგნი სინამდვილეში რომის ისტორიაა, უფრო ზუსტად – მისი ძალიან საინტერესო ნაწილი. კლავდიუსი აქ ყველაზე ნაკლებად ჩანს (მხოლოდ ჩვენი “თვალებია”, რომელიც დანახვაში გვეხმარება), თუმცა შესანიშნავადაა აღწერილი იმპერიის ყოფა – ავგუსტუსის, ტიბერიუსისა და კალიგულას მმართველობა, უამრავი სისხლი, ინტრიგა, გარყვნილება, ომი, მსხვერპლი და ჯალათი… ანუ ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც მართავდა ძველი წელთაღრიცხვის დასასრულისა და ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისის რომს – მაშინდელი სამყაროს უძლიერეს იმპერიას… მეტი
კარგი კაცი სანთლით საძებარია
19 თებ 2018 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:გია ჭუმბურიძე, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ზაზა ჭილაძე, კარგი კაცი სანთლით საძებარია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფლენერი ო’კონორი
კარგი კაცი სანთლით საძებარიაო… ასე დაასათაურა ფლენერი ო’კონორმა თავისი კრებული… და განა ასე არ არის? სად არიან კარგი კაცები, მაშინ, როდესაც ბავშვები ან დაბადებამდე არ უნდათ, ან ყურადღებას არ აქცევენ, ან ეს ბავშვები ურჩხულებად იზრდებიან და ისეთ რაღაცებს სჩადიან, რომ თმა ყალყზე დაგიდგებათ? ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ სანთლით თუ მოძებნით და ძალიან იშვიათად გადააწყდებით… ზოგჯერ გეგონებათ, რომ შეუძლებელია… რომ ასე სახალისოდ დაწყებული ამბავი (როგორც პირველი მოთხრობა) ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ ფლენერი ისე იქცევა, როგორც ხშირ შემთხვევაში ცხოვრება… ყველაფერს სწორედ ისე ასრულებს, როგორც ეს სინამდვილეში ხდება – ტყვიით, ცრემლით, ცეცხლით… და სამი წერტილით… მეტი
შვიდი კუნძულის ფრეია
14 ივლ 2017 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ირმა ტაველიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, შვიდი კუნძულის ფრეია, ჯოზეფ კონრადი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შვიდ კუნძულზე – ფრეია ნილსენის სამფლობელოში! ეს ადგილი სწორედ ფრეიას ეკუთვნის და არა მის უნიათო (მე ვიტყოდი – მხდალ) მამას ან რომელიმე ხელისუფლებას. გემები ნაპირს ფრეიას სილამაზის გამო უახლოვდებიან და კაპიტნებიც მასთან შესახვედრად ტოვებენ გემბანს… თუმცა ბოლომდე მაინც ვერ აბიჯებენ საკუთარ თავს – ვერც ხომალდზე მიჯაჭვულობას თმობენ, ვერც საკუთარ გადაჭარბებულ ამბიციებს… ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება (დასასრულს, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ)… ამიტომაც იძენს ზღვა, კუნძული, სიყვარული, ერთგულება (ზოგჯერ უაზროც) ასეთ დრამატულ სახეს… მეტი
დარიჩინის ქულბაქები
26 ივნ 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, პოლონური ტეგები:ბრუნო შულცი, დარიჩინის ქულბაქები, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარიამ ჩადუნელი
იცნობთ ბრუნო შულცს? პირადად მე ამ დრომდე მასზე არაფერი მსმენოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი წიგნი “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში გამოიცა, გვერდი ვერ ავუარე და “გავემგზავრე” დარიჩინის ქულბაქების მოსანახულებლად… მეტი
შეუცნობელი ნოსტალგია გერმანულად
23 ივნ 2017 დატოვე კომენტარი
in გერმანული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ემიგრანტები, ვ.გ. ზებალდი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე
“გაანადგურეთ, რაც ბოლოს მოხდა,მოგონებებს ნუ ახლებთ ხელს”
ოდესმე გიფიქრიათ ემიგრაციაზე? ალბათ ერთხელ მაინც ასეთი შესაძლებლობა ყველას დაგვიშვია, თუმცა პირადად მე მილან კუნდერას “შუცნობელის” შემდეგ ქვეყნის დატოვება აზრადაც კი არ მომდის. ირენესა და იოზეფის “დიდი დაბრუნების” შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს შეუცნობელ ნოსტალგიას, შეუცნობელ მომავალს, შეუცნობელ დაბრუნებას, დიდ სიცარიელეს, რომელსაც სამშობლო მხოლოდ სახელად ჰქვია… ახლა კი, როდესაც “დიოგენემ” “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ვ.გ. ზებალდის “ემიგრანტებიც” შემოგვთავაზა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი… მეტი
ბოლო კომენტარები