1945 წელი დადგა… მეორე მსოფლიო ომი დასრულდა… ბრიტანეთში ერთი შეხედვით სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა სწორედ ამ დროს აირია ყველაფერი ნათანიელისა და მისი დის ცხოვრებაში – მშობლებმა სინგაპურში გამგზავრება და მათი უცნობ ადამიანებთან დატოვება გადაწყვიტეს… და ამით სამუდამოდ შეცვალეს შვილების მომავალი… მეტი
ომის წილი სინათლე
12 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in კანადური, ლიტერატურა ტეგები:გია ჭუმბურიძე, დიოგენე, ზაზა ჭილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაიკლ ონდააჩი, ომის წილი სინათლე, et cetera
სამყაროს მეტამორფოზა
08 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ავსტრიული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, უკანასკნელი სამყარო, ქრისტოფ რანსმაირი
წაგიკითხავთ ოვიდიუსის “მეტამორფოზები”? კი? არა? პასუხს გადამწყევტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრისტოფ რანსმაირი მაინც შეგახედებთ ამ სამყაროში და გიჩვენებთ სულ სხვა მეტაფორმოზას. აქ თავად ოვიდიუსი იცვლება და არა მხოლოდ ის… აქ იცვლება მთელი სამყარო – ოვიდიუსის საძებნელად შავიზღვისპირა ქალაქ ტომისში ჩამოსული მაქსიმუს კოტა, უცნაურ დროსა და ადგილას გამოჩენილი მითიური გმირები, თითოეული პერსონაჟი (ყველა მათგანი ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი)… იცვლება ყველა და ყველაფერი, თუმცა უკანასკნელი სამყარო ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან განუსაზღვრელ მომავალში… ყოველთვის არსებობენ ავგუსტუსის მსგავსი მმართველები, ოვიდიუსის მსგავსი კერპები, რომლებიც ერთ წუთში იქცევიან არარაობად, რადგან არც ისინი იცვლებიან ოდესმე, ვინც ჯერ ეთაყვანება საყოველთაო რჩეულს, შემდეგ კი, როდესაც “ზემოდან” აღარ სწყალობენ, ზურგს აქცევს მას… ასეთია სამყარო, რომელიც მუდამ განიცდის მეტამორფოზას, მაგრამ თან უცვლელიც რჩება… მეტი
ალმა
05 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალმა, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება, რათა გადაშენებული ფრინველის – “დოდოს” და საკუთარი წინაპრების კვალს მიაგნოს… დოდო ფელსენი მავრიკიდან პარიზში მიდის პირველ რიგში საკუთრი თავის პოვნის მიზნით… ისინი გეოგრაფიულად ცდებიან ეთმანეთს, თუმცა ლე კლეზიო მაინც ახერხებს მათი და ჩვენი ცხოვრების გზების გადაკვეთას ერთ წერტილში – ეს არის ალმა! აქ დასახლდნენ პირველი ფელსენები და აქვე დასრულდა მათი ყოფა კუნძულზე – დარჩა მხოლოდ ავადმყოფი დოდო და შემდეგ ისიც გაქრა საფრანგეთის მაწანწალათა შორის… სამაგიეროდ არ გამქრალა მავრიკი და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ… წიგნის ფურცლებზე შემორჩნენ კრისტალი, ადიტი და სხვები… იმიტომ, რომ სწორედ ისინი არიან ამ წიგნის მთვარი გმირები – ალმა, მავრიკი და ისინი, ვინც ამ ცის ქვეშ არსებობს და მეხსიერებას ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს წყალობით შემორჩება, თუნდაც ფიზიკურად დოდოსავით გადაშენდეს… მეტი
ჰოლდენ კოლფილდის სამყარო
02 ოქტ 2019 %(count)s კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, კლდის პირზე ჭვავის ყანაში, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სელინჯერი, ჰოლდენ კოლფილდი, et cetera
“წარმოვიდგენდი ხოლმე რო ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ და არც ერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირას ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემი საქმეც ეგ არი-რომელიმე ბავშვი რო იქით გაიქცევა, უფსკრულისაკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე-დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში. აი ეგ მინდა რო ვიყო. ვაფრენ, ხო იცი.”
1951 წელს ჯერომ სელინჯერმა “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში” (გნებავთ “თამაში ჭვავის ყანაში”) გამოსცა. მაშინ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი წიგნი შეცვლიდა კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას (ზოგისთვის უარესობისკენ, თუმცა ალბათ უფრო მეტის – უკეთესობისკენ) და ზოგადად სამყაროს! დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – ჰოლდენ კოლფილდმა შეცვალა სამყარო! მეტი
იუკიო მიშიმას აღსარება
28 მარ 2019 დატოვე კომენტარი
in იაპონური, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, იუკიო მიშიმა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნიღბის აღსარება
გაიცანით – ეს კიმია! ის ნიღბის მიღმა ცხოვრობს და აღსარებას გვაბარებს! ის იუკიო მიშიმაა (აკი მწერლის ნამდვილი სახელი კიმიტაკე ჰირაოკაა) და საკუთარ სულს აშიშვლებს! თუ მწერლის ბიოგრაფიას იცნობთ, საფუძვლიანი ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ ეს სწორედ ასეა – მიშიმა “ნიღბის აღსარებაში” საკუთარ განცდებზე გვიამბობს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ნიღაბი უკეთია და ბოლომდე არ იშორებს მას (წიგნის ბოლოს ამაში დარწმუნდებით… ზოგადად მიშიმას ცხოვრებას თუ დააკვირდებით, მაშინაც)… ნიღბის უკანა მხრიდან ისმის ხმა, რომელიც გვიყვება იმაზე, თუ როგორ ყალიბდება კიმი, როგორ აღმოაჩენს საკუთარ თავში ჰომოსექსუალურ და სადომაზოხისტურ მიდრეკილებებს, როგორ ებრძვის ამას და როგორ ირგებს ნიღაბს, რომელიც მას “ნორმალურ იერს” ანიჭებს… მაგრამ აქვს კი ამას აზრი? დიახ, საზოგადოებას ის “ჩვეულებრივი” ჰგონია (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიშიმა 1925 წელს იაპონიაში დაიბადა, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი “განსხვავებულობა” უკვე იყო დანაშაული), მაგრამ ოდესმე ხომ მაინც დგება დრო, როდესაც ის მარტო რჩება? და მაშინ? რამდენად შეიძლება მთელი ცხოვრების გატარება ნიღბის მიღმა? არ ვიცი… ეს თავად კიმს ჰკითხეთ… და პირველ რიგში, საკუთარ თავს… ალბათ ამიტომაც დაწერა იუკიო მიშიმამ ეს წიგნი… იმ კითხვის დასასმელად, რომელზეც ყველას თავისი პასუხი აქვს… მეტი
პოლის ერთადერთი ამბავი
01 მარ 2019 %(count)s კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:გია ჭუმბურიძე, დიოგენე, ერთადერთი ამბავი, ზაზა ჭილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჯულიან ბარნსი, et cetera
“უმრავლესობას ერთადერთი ამბავი გვაქვს მოსაყოლი. იმას არ ვამბობ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ ხდება-მეთქი: მოვლენა უამრავია, რასაც მერე უამრავ ამბადაც ვაქცევთ, მაგრამ მთავარი მუდამ ერთადერთია – ის, რაც საბოლოო ჯამში მოსაყოლად ღირს.” – ასე იწყებს თხრობას პოლი, რომელმაც 19 წლის ასაკში ნაკლებ სიყვარულს და ნაკლებ ტანჯვას მეტი სიყვარული და მეტი ტანჯვა არჩია… მან რომანი გააბა 48 წლის ქალთან და ეს სულაც არ გახლდათ მსუბუქი საზაფხულო ფლირტი ან თუნდაც სექსი… ეს იყო ბევრად მეტი… ეს იყო ერთადერთი ამბავი, რომლის “გავლითაც” პოლმა მოიპოვა თავისუფლება… ან იქნებ დაკარგა? ეს არავინ იცის და ალბათ ასეთ გზებს არც ირჩევენ. თავად გზა გვირჩევს ჩვენ და გვაწერინებს იმ ერთადერთ ამბავს, რომელიც სხვა ყველაფერს ჩრდილავს… პოლის ამბავი სიყვარულია, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კი მარადიული აღმოჩნდა… და რა იქნება ჩვენი? ამას მხოლოდ წლების შემდეგ თუ გავიგებთ… რადგან ასეთ ამბებს დრო სცდის… დრო გვიჩვენებს, რა გაფერმკრთალდება და რა შეინარჩუნებს ფერებს… მეტი
ქვის ანგელოზი მენავაკიდან
22 თებ 2019 დატოვე კომენტარი
in კანადური, ლიტერატურა ტეგები:გია ჭუმბურიძე, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ზაზა ჭილაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარგარეტ ლორენსი, ქვის ანგელოზი
გიფიქრიათ სიბერეზე? ალბათ ეს ფიქრი ზოგჯერ მაინც ყველას გაგვიელვებს, თუმცა რეალურად ვერ აღვიქვამთ იმ დროს, რომელიც ჯერჯერობით შორეულ მომავალს ეკუთვნის… მაგრამ თუ მაინც “გვესტუმრება” აზრი მოხუცებულობაზე, ხშირად ვფიქრობთ, რომ მოხუცთა თავშესაფარი სულაც არაა ცუდი “გამოსავალი”. იქ ხომ კომფორტულად ვიქნებით, თანატოლებთან ვიმეგობრებთ, ოჯახის წევრებს ვუმასპინძლებთ და ირგვლივ ბევრი მზრუნველი ადამიანი გვეყოლება… ასე ვფიქრობთ ჩვენ – ახალგაზრდები… და როგორია სინამდვილეში სიბერე? ამას შესანიშნავად აღწერს ჰეიგარი – ქალი, რომელიც მენავაკაში გაიზარდა და ახლა 90 წლისაა. სწორედ ამ ასაკში, როდესაც ნელ-ნელა სრულიად უმწეო ხდება, ის მიგვიძღვის საკუთარ წარსულში, ჩვენთან ერთად აანალიზებს შეცდომებს (რომლებიც უამრავი ჰქონდა და რომლებმაც განსაზღვრა მისი ცხოვრება) და თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სიბერე აუცილებლად მოვა… მას ვერავინ გაექცევა (აკი დიდხანს სიცოცხლეა ის, რასაც ერთმანეთს და საკუთარ თავს ვუსურვებთ). ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ღირსეულად მივიდეთ სიბერემდე, საკუთარი ხელით არ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც გვიყვარს… მხოლოდ ამას თუ გავაკეთებთ და მშვიდად გადავალთ იმ სამყაროში, რომელშიც ქვის ანგელოზი “გაგვაცილებს”… მეტი
კაფკას ლეოპარდები
18 თებ 2019 დატოვე კომენტარი
in ბრაზილიური, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, ზაზა ჭილაძე, კაფკას ლეოპარდები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოასირ სკლიარი, et cetera
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პრაღაში – ამ იდუმალ ლიტერატურულ ქალაქში! დიახ, დიახ, აქ მრავალჯერ ყოფილხართ – ხან გუსტავ მაირინკთან, ხან კი მილან კუნდერასთან, ფრანც კაფკასა და სხვებთან ერთად… ამ უკანასკნელს ახლაც შეხვდებით, ოღონდ სულ სხვა ამპლუაში. აქ ის ავტორი კი არა, ბრაზილიელი მოასირ სკლიარის პერსონაჟია! უკვე საინტერესოდ ჟღერს, არა? თუ ამ წიგნს გადაშლით, მართლაც ძალიან საინტერესო სამყაროში ამოყოფთ თავს და ახალგაზრდა ბენიამინ კანტაროვიჩის, ანუ “თაგუნას”, “ტყავში” აღმოჩნდებით. მასსავით და იქნებ უფრო მეტადაც კი ჩაგითრევთ ლევ ტროცკის უცნაური დავალების შესრულება, რომელიც კაფკას ფრიად “რთული” ტექსტშია დაშიფრული… და რაში მდგომარეობს ეს დავალება? ეს არავინ იცის. ალბათ მხოლოდ კაფკამ და ტროცკიმ… ან მოასირ სკლიარმა… მეტი
ჩორანი ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე
26 ნოე 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუმინული ტეგები:დიოგენე, ემილ ჩორანი, ილია ბაწაშვილი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე, et cetera
იცნობთ ემილ ჩორანს? თუ პასუხი უარყოფითია, ალბათ თავად მას არ ეწყინებოდა, რადგან არც მიილტვოდა ცნობადობისკენ. ის იყო რუმინული წარმოშობის ფილოსოფოსი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა და რომელმაც უარი განაცხადა დამსახურებულ პრემიებზე. რატომ? იმიტომ, რომ ის არ უყურებდა ცხოვრებას ისე, როგორც ჩვენ. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ მის აფორიზმების კრებულს “ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე” გადაშლით. მასში დაინახავთ ემილ ჩორანის ხედვას – იმედგაცრუებას ევროპული (უფრო ზუსტად დასავლური) ცივილიზაციის მიმართ, სკეპტიკურ განწყობას მომავლისადმი, პროგრესისადმი უნდობლობას, ისტორიული ილუზიების ღრმა ანალიზს, შეუბრალებლობას საკუთარი თავისა და ზოგადად კაცობიობისადმი… ყველაფერ იმას, რაც ადვილი საკითხავი არაა (აკი თავად ავტორი ამბობს, რომ შეგვიძლია ნაწილ-ნაწილ, გამოტოვებით და დაბრუნებით ვიკითხოთ), თუმცა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კი არის… მეტი
კახეთიდან ფრანკფურტამდე
19 ნოე 2018 %(count)s კომენტარი
in გერმანული, ლიტერატურა, ქართული ტეგები:ალეკო შუღლაძე, დიოგენე, თეა თოფურია, იანა ფოლკმანი, ირმა მალაციძე, ლასე კოლმაიერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მინდია არაბული, ნინო გუგეშაშვილი, პენმარათონი, სარა ბერგერი, სიმონა ჰარმაინეკე, ტილო დირკესი, ფრანკფურტი
ლიტერატურული კონკურსი “პენმარათონი”, რომელსაც 2002 წელს “დიოგენეს” ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი 2010 წლის შემდეგ აღარ გამართულა. თუმცა წელს მისი დაბრუნება მხოლოდ ამ პაუზის გამო არ ყოფილა მნიშვნელოვანი. არც იმიტომ, რომ ათმა ძალიან კარგმა მოთხრობამ იხილა მზის სინათლე და რამდენიმე კარგი ავტორიც გავიცანით. ჩემთვის “პენმარათონი-2018” სულ სხვა რამის გამო გახლდათ მნიშვნელოვანი და სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ. მეტი
ბოლო კომენტარები