ფრიდრიხ დიურენმატი უცნაური მწერალია, ძალიან უცნაური მწერალი… ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა “ავარია” წავიკითხე და “ვიზიტი” ვნახე… და ახლა ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მეტი
დიურენმატის სამყარო
11 ივნ 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, შვეიცარიული ტეგები:დავალება, დიოგენე, დიურენმატი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მაია ბადრიძე, მინოტავრი, et cetera
ზაფხულის პირველი მოგზაურობები
30 ივნ 2012 15 Comments
in ბრიტანული, თურქული, ლიტერატურა, ფრანგული, შვეიცარიული ტეგები:ავარია, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები, დარწმუნება, დიურენმატი, ერიკ-ემანუელ შმიტი, ვიქტორიანული ინგლისი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორჰან ფამუქი, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, ჯეინ ოსტინი
ორჰან ფამუქის “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” – ოჯახური საგები არასდროს მხიბლავდა (უამრავი სახელის დამახსოვრება არცთუ სასიამოვნო იყო : )), თუმცა ფორსაიტებიც გავიცანი, ბუდენბროკებიც, ბუენდიებიც და ახლა იშიქჩიებიც. ოდნავ “ნელი” რომანი აღმოჩნდა, მაგრამ ორჰან ბეიმ ჩვეულ სტილს არ უღალატა – თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა გვაჩვენა. ჩვენს თვალწინ აზიური სახელმწიფო ევროპულად გარდაიქმნა და ხალხის ფსიქოლოგიაც ნელ-ნელა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები XX საუკუნის 70-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, მათი პრობლემები მოძველებული სულაც არ არის. აღმოსავლურ სამყაროში ჯერ ისევ აქტუალურია ჯევდეთ ბეის ძმის სიტყებიც: “ამ ტრადიციების, აქაური ბინძური, უბადრუკი და უვარგისი ცხოვრების ბრალია ყველაფერი”… ვინ იცის, დღემდე რამდენი თურქი (და არა მხოლოდ) ფიქრობს ასე… მეტი
ბოლო კომენტარები