06 მარ 2015
by Kejeradze
in ავსტრალიური, ლიტერატურა
ტეგები:ანტისემიტიზმი, აუშვიცი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიქტატურა, ებრაელები, თომას კენილი, კინობიბლიოთეკა, ლაიამ ნისონი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნიკა სამუშია, ოსვენციმი, რეიფ ფაინსი, საკონცენტრაციო ბანაკები, სსრკ, სტივენ სპილბერგი, ფაშიზმი, შინდლერის სია, ჰიტლერი, ჰოლოკოსტი
„ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.

ჩემი თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს რომ ლიტერატურას ვუთმობ, უკვე ყველამ იცის. ცოტა ხნის წინ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩემს პრიორიტეტებში მეორე ადგილზე ფეხბურთია. მესამე საპატიო ადგილს კი კინო იკავებს. ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და შესაბამისად ფავორიტიც ბევრი მყავს (ფილმების, მსახიობების თუ რეჟისორების სახით), მაგრამ მაინც არის ერთი ფილმი, რომელიც წლების წინ ვნახე (ბოლოს ალბათ დაახლოებით 4-5 წლის წინ) და დღესაც ზუსტად ისევე მახსოვს, როგორც ბოლო კადრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. ამის მიზეზი სტივენ სპილბერგის შესანიშნავი რეჟისურა არ არის, არც ლაიამ ნისონისა და რეიფ ფაინსის გენიალური ნამუშევარი, არც “ოსკარი”… “შინდლერის სიის” განუმეორებლობას თავად ოსკარ შინდლერის პიროვნება განაპირობებს… და როგორც ახლა აღმოვაჩინე თომას კენილის პირველწყარო… More
11 ივლ 2014
by Kejeradze
in ირანული, ლიტერატურა
ტეგები:აიათოლა ხომეინი, დიქტატურა, ინტელექტი, ირანი, ისლამი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ოქროს გალია, რელიგიური ექსტრემიზმი, სალომე ბენიძე, ფუნდამენტალიზმი, შირინ ებადი
შირინ ებადი ირანელი სამართალდამცველი და მწერალია (ნობელის პრემიის ლაურეატიც), ფარი – მისი უახლოესი მეგობარი. ფარის სამი ძმა ჰყავდა და ბედნიერად ცხოვრობდა დიდ სახლში, ისევე როგორც ჩვენ ვცხოვრობთ ოჯახებთან ერთად, მაგრამ ერთ “მშვენიერ” დღეს ერთმა ძმამ შაჰის სურათი დაკიდა კედელზე, მეორემ – კომუნისტი ლიდერების, მესამემ – აიათოლა ხომეინის. ამ სამმა დღემ ფარის სანიმუშო ოჯახი სამუდამოდ გაანადგურა. სამმა ძმამ სამი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ერთი ბედი ხვდათ წილად – ისინი ოქროს გალიაში გამოიკეტნენ, მოჩვენებით ბედნიერებას შეეფარნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ… More
08 ივნ 2013
by Kejeradze
in ლიტერატურა, ნორვეგიული
ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, ანტისაბჭოთა, გროზნოს ანგელოზი, დიქტატურა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ომი, ოსნე საიეშტადი, პუტინი, რუსეთი, ჩეჩნეთი

ოსნე საიეშტადი ნორვეგიელი ჟურნალისტია – მამაცი ჟურნალისტი, რომელიც არაფერს შეუშინდა და ცხელ წერტილში ნამდვილი ისტორიები შეაგროვა, წიგნად აქცია და მსოფლიოს სიმართლე დაანახა – სიმართლე ჩეჩნეთსა და რუსეთზე (მანამდე ეს ასე საჯაროდ მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიამ გაბედა და სითამამისთვის დაისაჯა).
1994 წლის მიწურულს რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად დაესხა თავს ჩეჩნეთს (საბჭოთა დროს ბერიას და სტალინის მიერ ხალხის გადასახლება, გენოციდი “ჩვეულებრივ” ამბად ითვლებოდა). რა თქმა უნდა, ტრადიციულად “მშვიდობისმყოფელების” როლში მოგვევლინენ (ამბობენ, რომ უბრალოდ თავდაცვის მინისტრი “დათვრა”). შედეგად ორ წელიწადში ჩეჩნეთში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
1999 წელს რუსეთმა მეორედ დაიწყო ომი (ამჯერად უკვე “გაძლიერებულმა” პუტინმა მიზეზად ვითომდა ჩეჩნური ტერაქტი გამოიყენა და პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა). ამ ომს 50 000 მოქალაქე შეეწირა. რიცხვი კვლავაც იზრდება, რადგან დაპირისპირება დღემდე გრძელდება. More
01 ივნ 2012
by Kejeradze
in ამერიკული, ესპანური, ლიტერატურა, რუსული, ქართული, ჩეხური
ტეგები:ბურუსი, გრიგოლ რობაქიძე, დიქტატურა, თეოდორ დოსტოევსკი, კომუნიზმი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარადი ქმარი, ნუ მოკლავ ჯაფარას, ოკუპაცია, უნამუნო, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, ჩეხეთი, ჰარპერ ლი, ჰიტლერი
მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” – ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები – ასეთ ფონზე დახატა კუნდერამ ურთიერთობათა ლაბირინთში დაკარგული გმირები (ანუ თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობები): ტომაში, ტერეზა, საბინა და ფრანცი – მათ ერთმანეთთან გრძნობების გარდა აუტანელი სიმსუბუქით სავსე ყოფიერება აკავშირებთ, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არასდროს არაფერი მეორდება – არც ცხოვრება და არც ისტორია… ეს მილან კუნდერასთან პირველი ნაცნობაა, ისევე როგორც ჩეხეთთან (ჩეხეთის ისტორიაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ამჯერად სხვა თვალით შევხედე ჩვენთვის ასე ნაცნობ მოვლენებს). ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები “შეუცნობელით”. იმედია, არანაკლებ საინტერესო მოგზაურობა იქნება…
ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” – ამ ნაწარმოებს უკვე წლებია ვუტრიალებ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა გადავშალე. როგორც ჩანს, ატიკუს ფინჩის გაცნობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი (წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება) : ) უფრო ადრე რომ წამეკითხა, ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ახლაც ძალიან მომეწონა (იმდენად, რომ ჩემი ფავორიტთა შორისაც კი მოხვდა). იუმორით “შეზავებული” ბავშვური ისტორიები, მათი აღზრდა საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით რასიზმის თემამ დამაინტერესა. ბიძია თომას გაცნობისას ჯერ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჰარპერ ლიმ კი შემახსენა, რომ ამერიკაში ასეთი დროც არსებობდა, დრო, როდესაც ატიკუს ფინჩის მსგავსი დიდებული ადამიანები მხოლოდ ერთეულები იყვნენ… More
07 მარ 2012
by Kejeradze
in ამერიკული, ლიტერატურა, ქართული
ტეგები:1984, ანტისაბჭოთა, გრიგოლ რობაქიძე, დიდი ძმა, დიქტატურა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნაპოლეონი, საბჭოთა კავშირი, სტალინი, ცხოველების ფერმა, ჯორჯ ორუელი

“1984”, “ცხოველების ფერმა”-ამბობენ, ეს ნაწარმოებები ჯორჯ ორუელმა საბჭოთა კავშირს “მიუძღვნაო”, თუმცა ვერც იმ ფაქტს უარვყოფთ, რომ დიქტატურა XX საუკუნის 20-იან წლებამდეც არსებობდა და XXI საუკუნეშიც არსებობს. აი, გრიგოლ რობაქიძემ კი ნამდვილად სსრკ-ს ჭეშმარიტი სახე დაგვიტოვა “ჩაკლული სულის” სახით. სწორედ ამ სამ ნაწარმოებს გავაერთიანებთ დღეს ჩემს “რიგგარეშე” პოსტში და ლიტერატურულ-რეალურ ავტორიტარიზმს განვიხილავთ.
როგორც წესი, დიქტატურის “საწყისი” საყოველთაო თანასწორობა და დემოკრატიაა ხოლმე (დიქტატურის წინაპირობა დოსტოევსკიმაც გვიჩვენა თავის რომანში “ეშმაკნი”). ამ ფასეულობების დამყარებისთვის ხდება რევოლუცია, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია – პარტია იბრძვის ძალაუფლებისთვის საკუთარი თავისთვის და სულ არ ადარდებს ხალხის კეთილდღეობა. შედეგად თანასწორობა მხოლოდ ზოგიერთებისთვისაა. ახალი სახელმწიფოს მეთაური ნელ-ნელა მოხერხებულად ეწყობა დიქტატორის სავარძელში (ღორი ნაპოლეონისა არ იყოს, რომელიც სტალინის ალეგორიად მოიაზრებოდა), შემდეგ კი სულაც მისტიური ფიგურის სტატუსს იძენს (დიდი ძმის მსგავსად, რომელიც ასევე სტალინის პროტოტიპად ითვლება). ის იშორებს კონკურენტებს და მათგან მტრის ხატს ქმნის (გოლდსტეინი, რომელიც ტროცკის ანალოგად მიიჩნევა). მტრის ხატი იქმნება “ფარდის” იქით არსებული ქვეყნებისგანაც. More
ბოლო კომენტარები